დუბაის აუქციონზე სამეფო საათი $1 მლნ დოლარად გაიყიდა

თბილისი (BPI) – საათი, რომელიც ეგვიპტის მეფის ფარუკ I-ის საკუთრება, დუბაიში Christie’s-ს აუქციონზე 3,4 მლნ დირხამად (US$ 912 ათასი) გაიყიდა, რაც ახლო აღმოსავლეთის აუქციონების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

საათი Patek Philippe 1518 ეგვიპტის მეფეს მაშინ აჩუქეს, როცა ის ჯერ კიდევ 25 წლის იყო. საათის ქრონომეტრზე მთვარის ფაზებია გამოსახული და კორპუსი 18 კარატიანი ოქროთია გაწყობილი. უნდა აღინიშნოს, რომ ამავე ვაჭრობაზე Rolex-ის სხვა მოდელის საათებიც გაიყიდა, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრისა და დუბაის მმართველის, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის საკუთრება იყო. ნივთი აუქციონზე 596 ათას დირხამად (US$ 163,3 ათასი) გაიყიდა.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …