დონალდ ტრამპის რჩევები ფულთან და ბიზნესთან დაკავშირებით

თბილისი (BPI) – ამერიკის შეერთებული შტატების 45 -ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხალხმა გაიცნო როგორც წარმატებული ბიზნესმენი.

სწორედ წარმატებული ბიზნეს კარიერისა და ფულთან სწორად მოპყრობის შედეგად დააგროვა მან საკუთარი ქონება, რომელიც დღეისათვის 3,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

დიდი ფინანსური წარსულის გამო, 71 წლის დონალდ ტრამპი ნამდვილად არის ადამიანი, რომლისგანაც შეიძლება მიიღო ფულთან, ფინანსებთან და ბიზნესთან დაკავშირებული რჩევები.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ აშშ -ს პრეზიდენტის საუკეთესო ციტატებს, რომლებიც მას ფულთან და ბიზნესთან დაკავშირებით უთქვამს.

ასეთი ციტატებია:

  • „ხანდახან, საუკეთესო ინვესტიციები გახლავთ ისინი, რომლებიც არ განგვიხორციელებია“
  • „გამდიდრება მარტივია. სიმდიდრის შენარჩუნება კი რთული“
  • „მანამ სანამ აზროვნებას გეგმავ, იაზროვნე მასშტაბურად“
  • „ფული არასოდეს არ ყოფილა ჩემთვის დიდი მოტივაცია, რადგან რეალურად ამაღელვებელი გახლავთ თავად თამაში“
  • „მე ვიღებ გაკვეთილს და ვსწავლობ წარსულისგან, მაგრამ მომავალს მხოლოდ და მხოლოდ აწმყოზე ორიენტირებით ვგეგმავ.“
  • „საქმე იმაშია, რომ შენ ვერასოდეს იქნები ზედმეტად ძუნწი“
  • „იცოდე მნიშვნელობა სიტყვისა „საკმარისია“, გახლავთ გამარჯვების ნაწილი. ხანდახან უნდა შეგეძლოს ბრძოლისთვის თავის დანებება და საკუთარი ძალების ახალი და უფრო პროდუქტიული საქმისკენ მიმართვა“
  • „მე არასოდეს ვისახავ მიზანს ფულის გამო. მე იმაზე მეტი მაქვს ვიდრე შეიძლება ოდესმე დამჭირდეს. მე უბრალოდ მომწონს ის რასაც ვაკეთებ. მე გირჩევთ, მოახდინოთ საკუთარი გატაცებების ექპლოატაცია, ითამაშოთ თამაში, რომელიც მოგწონთ და წარმატება გარდაუვალი იქნება.“

ცნობისთვის ტრამპი აშშ -ს ქალაქ ნიუ -იორკშია დაბადებული და გაზრდილი.

სხვადასხვა დროს სწავლობდა ნიუ -იორკის სამხედრო აკადემიაში, ფორდჰემის უნივერსიტეტსა და პენსილვანიის უნივერსიტეტში.

ბიზნესის ხელოვნებას პირველად საკუთარი ოჯახის კუთვნილ კომპანიაში „Elizabeth Trump & Son“ -ში ეზიარა.

აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი, დონალდ ტრამპის ბებია, ელიზაბეტ ტრამპი გახლდათ.

სწორედ „Elizabeth Trump & Son“ გახლავთ კომპანია, რომელსაც დღეისათვის იცნობენ სახელგანთქმული, საერთაშორისო კონგლომერატის The Trump Organization -ის სახელით.

The Trump Organization -ის მფლობელი დღეს ისევ აშშ -ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, თუმცა მართვის სადავეები მის ვაჟს, დონალდ ტრამპ ჯუნიორს უპყრია ხელთ.

2016 წლის მონაცემებით, The Trump Organization -ის ღირებულებაა 9,5 მილიარდი აშშ დოლარი.

ასევე იხილეთ: ფინანსური რჩევები მსოფლიოს პირველი მილიარდერისგან, ჯონ როკფელერისგან რომელიც იყო ამერიკელი ბიზნესმენი, მოღვაწეობდა XIX-XX საუკუნეებში და მისი ქონება 318 მილიარდ დოლარს შეადგენდა (2007 წლის დოლარის კურსით).