დიმიტრი ქუმსიშვილი: იანვარ-მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 28.8%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, პირველ კვარტალში დაფიქსირებულ ეკონომიკის 5.2%-იან ზრდაში მნიშვნელოვანი წილი ტურიზმის სექტორზე მოდის.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან, კერძოდ, მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 31.3 პროცენტით (56.3 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 236.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წვლილმა ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით 3.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 28.8%-ით (125.5 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 560.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეერხება, ვიზიტორების რაოდენობას, იანვარ-მარტში 15.5 პროცენტით გაიზარდა და 1,463.6 ათასი შეადგინა, მათ შორის ტურისტების რაოდენობა 28.2 პროცენტით გაიზარდა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესპანეთი (ზრდა 79%), გაერთიანებული სამეფო (53%), ნიდერლანდები (46%), გერმანია (27%), საფრანგეთი (24%) და სხვა.

შემთხვევითი სიახლე

„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი მიიღო

თბილისი (BPI) – „ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი – ყველაზე მაღალი ჯილდო საკვების …