დიმიტრი ქუმსიშვილი: ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციას ინდივიდუალურად განიხილავს

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართული კომპანიებისთვის აკრედიტაციიის მინიჭების საკითხებზე საუბრობს.

„ევროკავშირი დაიწყებს საწარმოების ინდივიდუალურად განხილვას მათთვის აკრედიტაციის მისაცემად. ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ საწარმოებს, იმ შემთხვევაში, თუ მათი სტანდარტები გაცილებით უფრო წინ არის წასული, ვიდრე მთლიანად ქვეყნის სტანდარტი და ქვეყნის ასოცირება, ევროკავშირში განაცხადის გაკეთებისა და აკრედიტაციის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ, რათა შემდგომში შეიტანონ ევროკავშირის ბაზარზე მათ მიერ წარმოებული პროდუქცია“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიუსელში, ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ევროკომისართან აღნიშნულ საკითხზე მიღწეული შეთანხმების გარდა, საუბარი წარიმართა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებზე.