დიღომში ახალ ბინებზე მოთხოვნა იზრდება

თბილისი (BPI) – დიღომში ახალ ბინებზე მოთხოვნა იზრდება, – ასეთია Colliers International Georgia-ს ბაზრის ანალიზის შედეგები.

როგორ კომპანიაში განმარტავენ, ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ ბოლო წლების განმავლობაში დიღომი დიდ ინტერესს იწვევს ქართველ და უცხოელ მომხმარებლებში.

დიღომში, 2018 წლის პირველ კვარტალში, ახალი ბინების 1,191 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 180%-ით აღემატება 2017 წლის პირველი კვარტლის, ხოლო 398%-ით 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლებს. რაც შეეხება ბინების ღირებულებას, დიდ დიღომში, ფასის 10%-იანი ზრდა ფიქსირდება, დიდუბესა და დიღმის მასივიში კი 6%.

Colliers International Georgia-ს საცხოვრებელი მიმართულების ხელმძღვანელი ეკა დანელიანის თქმით, დიღომში მდებარე ბინებიდან 9%-მდე წლიური ამონაგების დაგენერირებაა შესაძლებელი.

შემთხვევითი სიახლე

ემოციური ბმა ბრენდსა და მომხმარებელს შორის

თბილისი (BPI) – “სილქნეტმა” 153 მილიონად შეძენილი “ჯეოსელი”  თავისი ბრენდის ქვეშ მოაქცია. ბრენდის ვიზუალურ,  სახცვლილებაზე, …