დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ აპრილში 5,54 მლრდ-ს გადააჭარბა

თბილისი (BPI) – საქართველოში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა აპრილში გაიზარდა, გაზრდილია ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც.

საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის აპრილში დღგ–ს გადამხდელთა ბრუნვამ 5,543 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 15%-ით მეტია, ვიდრე 2017 წლის აპრილში.

ოფიციალური სტატისტიკით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 4 037 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 9,3%–ით არის გაზრდილი 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

შემთხვევითი სიახლე

„ბადაგონის“ განვითარებაში ჩინური კომპანია $30 მლნ-ს ჩადებს

თბილისი (BPI) – „ბადაგონის“ პარტნიორი ჩინური კომპანია “ბადაგონის” ბრენდის განვითარებაში  30 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას დააბანდებს. …