დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების რეფორმის ფარგლებში უკვე 226 მლნ ლარია დაბრუნებული

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის ნიკოლოზ გაგუას თქმით, დამატებული ღირებულების ზედმეტობის დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, 6 თვის მდგომარეობით, დაბრუნებულია 226 მლნ ლარი, რაც უკვე აღემატება 2017 წლის წლიურ მაჩვენებელს. მისი თქმით, დადებითი დინამიკაა საგადასახადო შემოსავლების კუთხით.

„ჩვენ ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 6 თვის მაჩვენებელს 140 მილიონ ლარზე მეტი გადაჭარბებით შევასრულებთ. ასე რომ, გაგრძელდება ისეთი ეკონომიკურ პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებზე, რაც ხელს შეუწობს კერძო სექტორის გაძლიერებას, მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

ბაზარს საცალო დაკრედიტების გაჯანსაღების არ სჯერა

თბილისი (BPI) – საცალო დაკრედიტების “გაჯანსაღებით”, ეკონომიკის 3%-იან ვარდნაზე,  საბანკო და მისი თანამოაზრე 10  ასოციაციის …