ucuz paykwik sportwetten paykasa

დეპუტატები გაქცეული პრეზიდენტის დაბრუნებაზე მსჯელობენ

თბილისი (BPI) – ყოველწლიური მიმართვის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო დებატის  დატოვება, უმრავლესობამ და უმცირესობამ ერთხმად დაგმო.  დეპუტატებს  გიორგი მარგველაშვილის დემარში, განსაკუთრებით, ინსტიტუციების დამცველის  მისი პოზიციიდან გაუკვირდათ.

ეჭქვეშ დააყენეს, დებატების მოთხოვნისას მარგველაშვილის  გამოთქმული პატივისცემა. მან  დარბაზის დატოვებამდე პატივცემულ დეპუტატებთან დებატი მოითხოვა. არაგულწრფელად ჩათვალეს მისი მზაოდა და სურვილი პოლემიკისთვის, მისი გამოსვლის ქრონომეტრაჟის გათვალისწინიებით. ანგარიშის  23 წთ-ში ჩატია.

წევრთა უმრავლესობამ ულტიმატუმის ენაზე მოსაუბრის დათმობა მიზანშეუწონლად მიიჩნია. მხოლოდ ირმა ინაშვილი აღმოჩნდა  დათმობის მომხრე, მარგველაშვილის ტემპორიტმის გათვალისწინებით.

ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ თავმჯდომარე კობახიძემ რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოაცხადა

 

შემთხვევითი სიახლე

ავსტრიელი ტურისტები საქართველოში სტუმრობით ინტერესდებიან

თბილისი (BPI) – ავსტრიელი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართულებით მზარდია. 2018 წელს საქართველოს ავსტრიიდან 10 ათასამდე …