დედალაურში 73,6 ჰექტარზე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისი (BPI) – ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურში 73,6 ჰა ჩაის პლანტაციას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ჩაის პლანტაცია ინვესტორს 25 წლიანი იჯარით გადაეცა.

პლანტაციების რეაბილიტაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ ქართული ჩაის პლანტაციების სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას.

დღეის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში ინვესტორებისთვის გადაცემულია 430 ჰა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჩაის გაველურებული პლანტაციები. პირობების მიხედვით ასევე განხორციელდება ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და წარმოებისთვის საჭირო დანადგარებით აღჭურვა.