დაწუნებული თანამგზავრი – როგორ ადამიანებთან არ სურთ ტურისტებს მგზავრობა

თბილისი (BPI) – AirlineRatings.com-ის ექსპერტებმა გამოკითხვის შედეგად დაადგინეს, თუ რა ტიპის მგზავრები აღიზიანებთ გარშემომყოფებს.

გამოკითხვის თანახმად, მგზავრებს ყველაზე მეტად ცუდი სუნის მქონე თანამგზავრი აღიზიანებთ. მეორე და მესამე ადგილზეა ცელქი ბავშვები და ის ადამიანები იკავებენ, რომლებიც სავარძელს ბოლომდე შლიან. ჩამონათვალში შევიდნენ ტურისტები რომლებიც ხელებს სავარძლის სახელურებზე აწყობენ, მათ მოყვებიან ტურისტები მცირე ხელბარგით.

მეექვსე ადგილზე არიან მგზავრები, რომლებიც სავარძლიდან ხშირად დგებიან და გადი-გამოდიან. მეშვიდე ადგილს კი ისეთი ტიპის ადამიანები იკავებენ, რომლებიც ძალიან მოსაუბრე მგზავრები არიან და რომლებიც თავიანთი აქტიურობით გარშემომყოფებს აწუხებენ. ანტი რეიტინგში შევიდნენ ასევე, მომთხოვნი ადამიანები, რომლებიც გარშემომყოფებს მრავალი თხოვნით თუ მოთხოვნით აღიზიანებენ.

 

შემთხვევითი სიახლე

ამბროლაურში FIFA-ს სტანდარტების 2 სტადიონი შენდება

თბილისი (BPI) – ამბროლაურში FIFA-ს სტანდარტების 2 სტადიონი შენდება. ამ დროისთვის ამბროლაურში სპორტული მოედნის მშენებლობის …