დავით საგანელიძე: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით ყველაზე მეტ სარგებელს  რეგიონის მოსახლეობა იღებს

თბილისი (BPI) – „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის მიერ სასტუმროების მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციების ჩადებასა და ტურიზმის განვითარებაში წვლილის შეტანაზე საუბრობს.

მისი თქმით, ფონდი ზრუნავს საქართველოს თითოეული რეგიონის ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული.

დავით საგანელიძემ  Welcome to Georgia!-ს ფარგლებში გამართულ ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-3 კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქვეყანას რეალურად გააჩნია ტურისტული პოტენციალი და ეს მიმართულება არის ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.

“ტურიზმით მიღებული შემოსავლებით ყველაზე მეტ სარგებელს  რეგიონის მოსახლეობა იღებს. ვცდილობთ, წამოვწიოთ საქართველოს მხარეებისა და ქალაქების უნიკალური კულტურულ-გეოგრაფიული მახასიათებლები და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ვზრუნავთ რეგიონების განვითარებაზე, მათ შორის, სამთო-საკურორტო და სპა-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კონკურენტუნარიანს ხდის მსოფლიო მასშტაბით“.

დავით საგანელიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ „საპარტნიორო ფონდი“ აქტიურად იღებს მონაწილეობას ტურიზმის ინდუსტიაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებაში და ამ მიზნით, პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობს.

 

შემთხვევითი სიახლე

“ეს არის მთავრობის მცდელობა უგულებელყოს კონსტიტუცია”

თბილისი (bpi) –  და გაექცეს პასუხისმგებლობას”, – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის შეთავაზებაზე  მთავრობის ადმინისტრაციის …