დასაქმებული ქართველი სტუდენტების 63% პროფესიით მუშაობს

თბილისი (BPI) – ევროპის ქვეყნებში განხორციელებული საერთაშორისო კვლევა ევროსტუდენტი VI-ის მონაცემებით, ქართველ სტუდენტებს დასაქმების საკმაოდ დაბალი მაჩვენებლი აქვთ – მათი 30% არის დასაქმებული დროებით ან მუდმივ სამსახურში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დასაქმებას სტუდენტის ასაკი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, – ინფორმაციას “აიფიემი” ავრცელებს. საქართველოში სტუდენტთა ასაკი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის.

საინტერესოა სტუდენტების სამუშაო სფეროსა და სასწავლო პროგრამის კავშირი – დასაქმებული ქართველი სტუდენტების ნახევარზე მეტისთვის (63%) სამუშაო ახლოს არის მის სასწავლო პროგრამასთან, 37% კი, შესაბამისად, განსხვავებულ სფეროში მუშაობს.

კვლევა „ევროსტუდენტის“ ფარგლებში დასაქმებულმა სტუდენტებმა ასევე, უპასუხეს კითხვას, თუ როგორ უფრო აღიქვამდნენ ისინი თავს – დასაქმებულებად თუ სტუდენტებად. როგორც აღმოჩნდა, ქართველი სტუდენტების 70% თავს პირველ რიგში სტუდენტად მიიჩნევს და შემდეგ დასაქმებულად, 30% კი პირიქით.

სტუდენტთა მუშაობის მიზეზები განსხვავებულია, თუმცა ქართველი სტუდენტების მიერ დასაქმების მიზეზად, უმეტესად, შრომის ბაზარზე გამოცდილების მიღება სახელდება (73,8%). 43,5%-ს მუშაობა საცხოვრებელი ხარჯების დაფარვის გამო უწევს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით; ევროპელი სტუდენტების შედარებით დიდი ნაწილი ასახელებს ამ მიზეზს, როგორც მუშაობის მოტივაციას.

დასაქმებულ ქართველ სტუდენტთა 41,2% მუშაობის ხარჯზე ახერხებს სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებას. დასახელებულ მიზეზთა შორისაა სხვებისთვის ფინანსური დახმარების მოტივიც (25,3%), რაც ქართველი სტუდენტების მიერ შედარებით უფრო ხშირად დასახელდა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნების სტუდენტების მხრიდან.

შემთხვევითი სიახლე

აჭარის ღვინის სახლის ქვევრში 8 ტონა ყურძნისგან დაწურული ღვინო განთავსდება

თბილისი (BPI) – აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ღვინის სახლში ყურძნის კრეფა და დაწურვა დაიწყო. ვაზის სანერგე მეურნეობში სასუფრე-საღვინე …