დაგვიანებული რეისებით განთქმული აეროპორტები

თბილისი (BPI) – არაპუნქტუალური აეროპორტების რეიტინგში ბარსელონას El Prat-ის საერთაშორისო აეროპორტი ლიდერობს. El Prat-ი ბარსელონას ცენტრიდან 12 კმ-ში მდებარეობს და მესამე წელია არაპუნქტუალური აეროპორტების ჩამონათვალში მოწინავე პოზიციაზეა. ანტი რეიტინგში ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტმა უკან ჩამოიტოვა ამსტერდამისა და ფრანკფურტის აეროპორტები, რომლებიც დაგვიანებული რეისებით არიან განთქმულნი.

FlightStats-ის მონაცემებით, ბოლო პერიოდში El Prat-ში რეისების მხოლოდ 51,6%-ი შესრულდა დროულად. მაგალითად, ივლისში El Prat-დან ყოველი მეორე რეისი მინიმუმ 15 წუთიანი დაგვიანებით შესრულდა.

El Prat-ის ანტი რეკორდში „დამნაშავე“ ესპანური „ლოუკოსტერი“ Vueling-ია, რომელზეც აეროპორტების ავიარეისების 37%-ი მოდის.

შემთხვევითი სიახლე

ემოციური ბმა ბრენდსა და მომხმარებელს შორის

თბილისი (BPI) – “სილქნეტმა” 153 მილიონად შეძენილი “ჯეოსელი”  თავისი ბრენდის ქვეშ მოაქცია. ბრენდის ვიზუალურ,  სახცვლილებაზე, …