დაბა სიონის  მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა

თბილისი (BPI) – დაბა სიონის  მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები თიანეთის მუნიციპალიტეტში, დაბა სიონში დაასრულა.

კომპანიის ცნობით, ათეულობით ოჯახისთვის სასმელი წყლის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, ქუმსიაშვილის ქუჩაზე არსებული ძველი ქსელი პოლიეთილენის ახალი მილებით შეიცვალა.   შედეგად,  შემცირდა ავარიული შემთხვევები, სასმელი წყლის დანაკარგი და მიწოდების გრაფიკი გაუმჯობესდა.

სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საკუთარი  რესურსით განახორციელა.

შიდა ქსელების  რეაბილიტაცია და განახლება დაბა სიონის სხვადასხვა ქუჩაზეც იგეგმება.

შემთხვევითი სიახლე

მინისტრი საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩქარობს, პარლამენტის თავმჯდომარე ეწინააღმდეგება

თბილისი (BPI) -“რაც უფრო სწრაფად დასრულდება ეს პრობლემატური დისკუსია მით უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვს და ყველა …