დაასრულებს თუ არა „ხრუშჩოვკების“ ეპოქას თბილისის მერის გადაწყვეტილება?

თბილისი (BPI) – თბილისის მერის კახი კალაძე ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ კალაძემ გასულ კვირას დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერის  თქმით, ამ ეტაპზე საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მეექვსე და მერვე კვარტლებში მდებარე ოთხი მწვავედ ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე. ასევე, ვარკეთილის მასივისა და ზემო პლატოზე მდებარე ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მაცხოვრებლების გადაყვანაზე.

კალაძის ინფორმაციით, მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით.

მისი თქმით, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი ამ პროექტს განახორციელებს თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად და გარკვეული რაოდენობის ფართებს გადასცემს მუნიციპალიტეტს.

„ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ ჯეროდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება. მხედველობაში მაქვს ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი. ჩვენ როგორც კი მოგვეცა ოფიციალურად უფლება-მოსილება და დავიწყეთ მერიაში მუშაობა, მაშინვე შევუდექით ამ მიმართულებით სამუშაოს და პროექტების განხორციელებას, თუ რა შეიძლებოდა წარმოგვედგინა მოსახლეობისთვის.

ჩვენმა სამსახურებმა ბევრი იმუშავეს და უკვე წარმოდგენილია პირველი პროექტი – მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით და ვიწვევთ კერძო სექტორს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

პირველ ეტაპზე დაგეგმილია 170 ოჯახის ბინებით დაკმაყოფილება. დაანონსებულ სიახლესთან ერთად ქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა კერძო სექტორს, ჩაერთოს პროექტის განვითარების დაგეგმარებაში და ხაზი გაუსვა ბიზნესის მნიშვნელობას ამ მიმართულებით. მერის თქმით, კერძო სექტორის მხრიდან დაინტერესების გარეშე, „ხრუშჩოვკების“ საკითხი პრაქტიკულად ვერ გადაწყდება.

როგორია თავად ბიზნესის ინტერესი, რას სთავაზობს სახელწმიფო კერძო სექტორს პროექტში ჩართულობის სანაცვლოდ, რამდენად შეესაბამება ახალ გენგემას აღნიშნული პროექტი და ზოგადად, რამდენად რეალურია, რომ დედაქალაქში საბოლოოდ დასრულდესხრუშჩოვკების ეპოქა“.

მენაშენთა ასოციაციის თავმდჯომარე ირაკლი როსტომაშვილი რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, დღეს თბილისში ყოველწლიურად შენდება დაახლოებით 23 000  ბინა, რომლის თითქმის ნახევარი (12 000) ახალაშენებული კორპუსია.

რაც შეეხება ხრუშჩოვკებს,  თბილისში 512 ასეთი კორპუსია და თითეულში 30 ოჯახი ცხოვრობს, რაც ჯამში 15 360 ოჯახს შეადგენს. აქედან გამომდინარე, ირაკლი როსტომაშვილი ვარაუდობს: იმისათვის,  რომ „ხრუშჩოვკების“ შეცვლის პროექტი სრულად განხორციელდეს, თბილისის ეკონომიკის დღევანდელი პირობები მასშტაბურად უნდა შეიცვალოს.

„ჩვენ რომ დავიწყოთ ეს პროექტი და ერთიანად განვახორციელოთ, თბილისის დღევანდელი ეკონომიკის ფარგლებში, მომდევნო 4 წლის მანძილზე, ყოველწიურად „ხრუშჩოვკების“ ადგილას უნდა აიგოს 60 000 ბინა, რაც ოთხჯერ მეტია მიღებულ ნორმაზე. პრობლემა მაშინაც იქმნება თუ პროექტის განხორციელება უფრო გრძელვადიან პერსპექტივზე იქნება გათვლილი და არა სწრაფზე. პირობითად, ხშირად სადაც „ხრუშჩოვკის“ ადგილას აშენდება ახალი კორპუსი, რომელიც აუცილებლად იქნება უფრო მეტი მოცულობის, მას დასჭირდება ასევე მეტი სკოლა, მეტი პოლიცია, მეტი რეკრეაციული ზონადა ა.შ. აი, ამ კომპონენტებს ვინ აგვარებს? ისევ ბიზნესი? საქმე მხოლოდ კორპუსების აშენებაში ხომ არ არის ?! ვფიქრობ, ამ ეტაპზე ბევრი რამ გაურკვეველია, რაც კერძო სექტორს არ აძლევს საშუალებას მეტად იყოს პროცესებში ჩართული“,- განმარტავს როსტომაშვილი.

მისივე თქმით, ხრუშჩოვკების პროექტით აქამდე კერძო ბიზნესის მხრიდან დაინტერესება  მხოლოდ M2-მა გამოხატა, რასაც ობიექტური ასხნაც აქვს.

„ერთადერთი კომპანია, რომელიც თავის დროზე პროექტის განხორციელებას გამოეხმაურა  M2-ია, თუმცა ასეთი მასშტაბური კომპანია ბაზარზე ბევრი არ არის. M2-ს სხვა რესურსი აქვს – ამდენი ფული და ამხელა ბანკი უდგას უკან. პირადად ჩვენ, ჯერ ვერ ჩავერთვებით პროცესებში, რადგან ბევრი რამ გაურკვეველია და სავარაუდოდ, ასეთია კერძო სექტორის დიდი ნაწილის პოზიციაც“,- აღნიშნავს როსტომაშვილი.

რაც შეეხება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასა და „ხრუშჩოვკების“ პროექტის მასთან შესაბამისობას, ამის შესახებსითი ინსტიტუტისდირექტორი მამუკა სალუქვაძის პოზიცია ასეთია:

„ხრუშჩოვკების შემთხვევაში შესაძლებელია მომზადდეს განაშენიანების რეგულირების გეგმა, რისი დამკვეთიც მერია უნდა იყოს. ზოგადად კი ჩვენი ხედვა არის ის, რომ გენგემა არ შეუშლის ხელს პროექტის განხორციელებას, პირიქით, მთავარია მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა-შესწავლა. მნიშვნელოვანია არ მოხდეს ობიექტების ქაოტურად დანგრევა და მათ ადგილას ახლის აშენება. რეალურად კი საჭიროა ინვენტარიზაცია, ანუ კონკრეტულ ადგილას შეიძლება დაინგრეს კორპუსი და სხვაგან მოხდეს შენობის განახლება“, აცხადებს სალუქვაძე.

რაც შეეხება თავად იდეის ავტორთა, თბილისის მერიის პოზიციას.

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის ანდრია ბასილაიას  თქმით, ბიზნესის დაინტერესების მიზნით, პირველ ეტაპზე, მერია კერძო სექტორს პროექტში ჩართულობის სანაცვლოდ უსასყიდლოდ გადაცემს მიწებს, როგორც ეს ვარკეთილის შემთხვევაში მოხდება. სხვა ვარიანტები კი, ჯერჯერობით, განხილვისა და ჩამოყალიბების პროცესშია. რაც შეეხება პროექტის რეალურად განხორიცელების პერსპექტივებს, ადნრია ბასილაია დარწმუნებულია, რომ „ხრუშჩოვკების ეპოქა“ აუცილებლად დასრულდება, თუმცა ვადებზე საუბარი ამ ეტაპზე უჭირს.

ანდრია ბასილაია: „დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროექტი განხორციელდება, თუმცა ერთიანად მისი დაწყება-დასრულება შეუძლებელია. ეს გრძელვადიანი პროცესია, ამიტომ ზუსტი  ვადების განსაზღვრა არ შემიძლია. რაც შეეხება უშუალოს ბიზნესის ჩართულობას, მაგალითად ვარკეთილის შემთხვევაში, ჩვენ კონკურში გამარჯვებულ კომპანიას უფასოდ გადავცემთ სამხარაულის ექსპერტიზის მიერ 6 მლნ. 900 ლარად შეფასებულ მიწისნაკვეთს. სანაცვლოდ კომპანიამ ორი წლის ვადაში ამ თანხის ადეკვატური ბინები უნდა ააშენოს. ბუნებრივია ყველა ხრუშჩოვკის  ჩანაცვლება ამ პრინციპით ვერ მხდება, რადგან ამდენი არც მიწაა და არც რესურსი, მაგრამ ჩვენ განხილავთ სხვა ალტერნატიულ ვარიანტებსაც. მსგავსი მიდგომის გამეორებას სხვა ლოკაციებზეც ვგეგმავთ, მათ შორის უახლოეს მომავალში საბურთალოსა და სამგორში, სადაც მწვავე ავარიული შენობებია“.

გარდა მიწების კერძო სექტორისთვის უსასყიდლოდ გადაცემისა, სანაცვლოდ მერიას სხვა ალტერნატიული შეთავაზება ჯერ არმოუფიქრებია. როგორც  მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი  აღნიშნავს, ვარკეთილის საპილოტე პროექტის შედეგები მერიას მომავალში გადასადგემლი ნაბიჯების განსაზღვრაში დაეხმარება.

„მაგალითად აღმოსავლეთ ბერლინში „ხრუშჩოვკები“ კი არ დაანგრიეს, არამედ განაახლეს და ამ ვარიანტს თბილისის შემთხვევაშიც ბევრი განიხილავს. თუმცა,  ჩვენთან იმდენად ამორტიზირებულია ეს შენობები, რომ, სამწუხაროდ,  არ ექვემდებარება განახლებას. ამიტომ საკმაოდ შეზღუდულები ვართ გადაწყევტილების მიღების პრცესებში და გვიწევს ახალი გზების მოძიება. ვარკეთილის პილოტური პროექტი ალბათ გამოკვეთს გარკვეულ შედეგებს, რაც ახალ წარმოდგენეს შეგვიქმნის. ბუნებრივია, ყველა „ხრუშჩვკის“ სანაცვლოს მიწებს ვერ გავცემთ. ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება K2  კოეფიციენტზეც. აღნიშნული ტენდენცია გართულებულია და   გამკაცრებული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ სოციალური ხასიათის პროექტების ჩართულობის გათვალისწინებით, ვაპირებთ კერძო სექტორს  გარკვეული შეღავათები დავუწესოთ. ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ ვცდილობთ ბიზნესის დაინტერესებას და იმედია, მცდელობა შედეგს გამოიღებს“,- განმარტავს ბასიალაია.

როგორც ცნობილია, თბილისში  512  ხრუშჩოვკის ტიპის საცხოვრებელი სახლია. ეს შენობები ფრაგმენტულად განთავსებულია  ვაჟა ფშაველას კვარტლებში, მესამე მასივსა და დიღომში. ხრუშოვკები 4 – 5 სართულიანი დაბალჭერიანი  შენობებია, რომლებიც თბილისში 60-იან წლებში აშენდა.

“ხრუშჩოვკების” ჩანაცვლების ინტერესს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თითქმის ყველა ხელისუფლება გამოხატავდა, თუმცა, სიტყვირე განცხადებებს, რეალური ნაბიჯები არასდროს მოყოლია. 2014 წელს თბილისის საკრებულომ გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ საინვესტიციო ჰოლდინგთან თანამშრომლობის მემორანდუმიც კი გააფორმა.  ინვესტორი “ხრუშჩოვკების” ნაცვლად 15 სართულიანი კორპუსების აშენებას გეგმავდა, რომელიც საოფისე ფართებს და გამწვანებულ ტერიტორიასაც გულისხმობდა. პირველ ეტაპზე 800 სახლის დემონტაჟი იგეგმებოდა და ამისთვის ამერიკიდან 600 მლნ აშშ დოლარის შემოტანა იგეგმებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც  “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლების ინტერესი პრესასთან გაკეთებულ განცხადებებს არ გასცდენია.

cbw.ge

 

WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Commands out of sync; you can't run this command now]
SELECT *, CASE WHEN `type` = 3 THEN 0 WHEN `type` = 4 THEN 1 WHEN `type` = 7 THEN 2 WHEN `type` = 6 THEN 3 WHEN `type` = 5 THEN 4 WHEN `type` = 9 THEN 5 WHEN `type` = 8 THEN 6 WHEN `type` = 2 THEN 7 WHEN `type` = 1 THEN 8 ELSE 9999 END AS `typeSort`, CASE WHEN `type` = 3 THEN `parameters` WHEN `type` = 4 THEN `parameters` WHEN `type` = 1 THEN `IP` WHEN `type` = 9 THEN `IP` WHEN `type` = 5 THEN `IP` WHEN `type` = 6 THEN `IP` WHEN `type` = 7 THEN `IP` WHEN `type` = 2 THEN `IP` WHEN `type` = 8 THEN `IP` ELSE 9999 END AS `detailSort` FROM `wp_wfBlocks7` WHERE `type` IN (4) AND (`expiration` = 0 OR `expiration` > UNIX_TIMESTAMP()) ORDER BY `typeSort` ASC, `id` DESC

WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Commands out of sync; you can't run this command now]
SELECT *, CASE WHEN `type` = 3 THEN 0 WHEN `type` = 4 THEN 1 WHEN `type` = 7 THEN 2 WHEN `type` = 6 THEN 3 WHEN `type` = 5 THEN 4 WHEN `type` = 9 THEN 5 WHEN `type` = 8 THEN 6 WHEN `type` = 2 THEN 7 WHEN `type` = 1 THEN 8 ELSE 9999 END AS `typeSort`, CASE WHEN `type` = 3 THEN `parameters` WHEN `type` = 4 THEN `parameters` WHEN `type` = 1 THEN `IP` WHEN `type` = 9 THEN `IP` WHEN `type` = 5 THEN `IP` WHEN `type` = 6 THEN `IP` WHEN `type` = 7 THEN `IP` WHEN `type` = 2 THEN `IP` WHEN `type` = 8 THEN `IP` ELSE 9999 END AS `detailSort` FROM `wp_wfBlocks7` WHERE `type` IN (3) AND (`expiration` = 0 OR `expiration` > UNIX_TIMESTAMP()) ORDER BY `typeSort` ASC, `id` DESC

WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Commands out of sync; you can't run this command now]
SELECT *, CASE WHEN `type` = 3 THEN 0 WHEN `type` = 4 THEN 1 WHEN `type` = 7 THEN 2 WHEN `type` = 6 THEN 3 WHEN `type` = 5 THEN 4 WHEN `type` = 9 THEN 5 WHEN `type` = 8 THEN 6 WHEN `type` = 2 THEN 7 WHEN `type` = 1 THEN 8 ELSE 9999 END AS `typeSort`, CASE WHEN `type` = 3 THEN `parameters` WHEN `type` = 4 THEN `parameters` WHEN `type` = 1 THEN `IP` WHEN `type` = 9 THEN `IP` WHEN `type` = 5 THEN `IP` WHEN `type` = 6 THEN `IP` WHEN `type` = 7 THEN `IP` WHEN `type` = 2 THEN `IP` WHEN `type` = 8 THEN `IP` ELSE 9999 END AS `detailSort` FROM `wp_wfBlocks7` WHERE `type` IN (1, 8, 9, 2, 5, 6) AND (`expiration` = 0 OR `expiration` > UNIX_TIMESTAMP()) ORDER BY `typeSort` ASC, `id` DESC

WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Commands out of sync; you can't run this command now]
SELECT *, CASE WHEN `type` = 3 THEN 0 WHEN `type` = 4 THEN 1 WHEN `type` = 7 THEN 2 WHEN `type` = 6 THEN 3 WHEN `type` = 5 THEN 4 WHEN `type` = 9 THEN 5 WHEN `type` = 8 THEN 6 WHEN `type` = 2 THEN 7 WHEN `type` = 1 THEN 8 ELSE 9999 END AS `typeSort`, CASE WHEN `type` = 3 THEN `parameters` WHEN `type` = 4 THEN `parameters` WHEN `type` = 1 THEN `IP` WHEN `type` = 9 THEN `IP` WHEN `type` = 5 THEN `IP` WHEN `type` = 6 THEN `IP` WHEN `type` = 7 THEN `IP` WHEN `type` = 2 THEN `IP` WHEN `type` = 8 THEN `IP` ELSE 9999 END AS `detailSort` FROM `wp_wfBlocks7` WHERE `type` IN (7) AND (`expiration` = 0 OR `expiration` > UNIX_TIMESTAMP()) ORDER BY `typeSort` ASC, `id` DESC