Conde Nast Traveler: თბილისი – ევროპის ყველაზე მიმზიდველი ქალაქი

თბილისი (BPI) – მსოფლიოში ცნობილი სამოგზაურო ჟურნალი Conde Nast Traveler თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა ტარა იზაბელა ბარტონმა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მკითხველს საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარა.

“თბილისივით მიმზიდველი დღეს ევროპის არცერთი ქალაქი არ არის. აზიის საზღვარზე მდებარე ეს ქალაქი გამორჩეულია წარსულით, მრავალფეროვნებით და უსაზღვრო ენერგიით,” -წერს ტარა იზაბელა ბარტონი.

სტატიაში აღწერილია თბილისის ღირსშესანიშნაობები, სასტუმროები, კვების ობიექტები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები და ქართული კერძები. ჟურნალისტი აღწერს აბანოთუბანს, გოგირდის ცხელ წყლებს, თბილისის დაარსების ლეგენდას და ა.შ.

Condé Nast Traveler მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველი ჰყავს. გამოცემას Facebook-ზე 2 მილიონამდე, ხოლო Twitter-ზე 3,3 მილიონი მიმდევარი ჰყავს.

შემთხვევითი სიახლე

ჩინურენოვანი გიდებისთვის ტრენინგი ჩატარდა

თბილისი (BPI) – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და გიდების ასოციაციის ორგანიზებით ჩინურენოვანი გიდებისთვის ტრენინგი ჩატარდა. …