CNN-მა თბილისი მსოფლიოს 7 ქალაქს შორის დაასახელა, რომელსაც 2018 წელს უნდა ეწვიო

თბილისი (BPI) – CNN-მა თბილისი მსოფლიოს 7 ქალაქს შორის დაასახელა, რომელსაც 2018 წელს უნდა ეწვიო. ტელეკომპანია CNN გამორჩული დიზაინის მქონე ქალაქების სიას აქვეყნებს: პარიზის, ტოკიოს, ტორონტოს, მუსკატს, დანდის, სან მიგელ დე ალიენდეს შორის თბილისი მოხვდა.

„ რატომ თბილისი? ბოლო 18 თვეში რაღაც საინტერესო მოხდა საქართველოს დედაქალაქში , რომელიც 2018 წლის ლისაბონის ტიტული დაიმსახურა. თბილისი სწრაფად ხდება ხელოვნების, მოდის ინდუსტრიის ცენტრი. თბილისი ახლადარჩეული მერი ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე, რომელიც ქალაქის 334 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის გამართვას გეგმავს.“

CNN-ის ჟურნალისტი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით 2017 წელს Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში იმყოფებოდა.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …