CNN: iPhone-ზე მოთხოვნა შემცირდა

თბილისი (BPI) – კორპორაცია Apple-მა მისი პროდუქციისათვის ცალკეული კომპონენტების მომწოდებლები, iPhone-ზე მოთხოვნის შემცირებაზე გააფრთხილა.

როგორც CNN-ი იუწყება, Apple-მა მომწოდებლებს მოუწოდა, რომ წარმოება 20%-ით შეამცირონ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ „ჩაკბეჩილი ვაშლი“ მის პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებას აღიარებს, აღნიშნულია CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ირკვევა, ერთი წლის წინ კორპორაციამ მომწოდებლებს 100 მლნ ერთეული iPhone-სთვის კომპონენტების წარმოება სთხოვა, მათ შორის iPhone 8-თვის, iPhone 8 Plus-თვის და iPhone X-თვის. მიმდინარე წელს კი კომპანიამ 80 მლნ სმარტფონის დეტალზე გააკეთა შეკვეთა. 2018 წლის პირველ კვარტალში Apple-მა სულ 52,2 მლნ სმარტფონი გაყიდა. ეს იმ ფონზე, როდესაც ანალიტიკოსები 53 მლნ iPhone-ს გაყიდვას პროგნოზირებდნენ. შესაბამისად ფაქტი პროგნოზთან მიმართებაში 2%-მდეა შემცირებული.