ჭუბერში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისი (BPI) – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მძიმე ტექნიკის საშუალებით გრძელდება, აღდგენითი და მდინარის კალაპოტის გამაგრებითი სამუშაოები.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.

ინტენსიურად მიმდინარეობს პანელური სამხედრო ხიდის მონტაჟი. სამუშაო პროცესი სპეციალური სანათების საშუალებით გვიან ღამემდე გრძელდებოდა. ხიდის აწყობის შედეგად შესაძლებელი იქნება მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე მძიმე ტექნიკის გადასვლა.

სტიქიის ზონაში მთელი დღის განმავლობაში გუშინ 60 ერთეული სამშენებლო ტექნიკა მუშაობდა.

მიმდინარეობს აღდგენითი და მდინარის ნაპირის გამაგრებითი სამუშაოები. მძიმე ტექნიკა მუშაობს ალტერნატიულ შემოვლითი გზის გაყვანაზეც. ტექნიკის ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური სანათების საშუალებებით იმუშავებს.

სტიქიის ზონაში აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლები, ჭუბერის აბონენტების ნახევარზე მეტისთვის ელექტრომომარაგება აღდგენილია.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან მოხალისეები, რომლებმაც გაწმენდით სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტრომ ჭუბერში 50 მეტრიანი პანელურ ხიდი და 18 ერთეული სამხედრო-საინჟინრო ტექნიკა გააგზავნა.

შემთხვევითი სიახლე

ვარშავაში ქართულ-პოლონური ბიზნესკონფერენცია გაიმართა

თბილისი (BPI) – ვარშავაში, ქართული და პოლონური ბიზნეს სექტორის მონაწილეობით ბიზნესკონფერენცია გაიმართა. კონფერენციას, ოფიციალურ პირებთან …