ჩინური მედიაკომპანია საქართველოზე 40-მდე ვიდეოკლიპს იღებს

თბილისი (BPI) – ჩინური მედიაკომპანია MCZT საქართველოს შესახებ 40-მდე ვიდეოკლიპეს იღებს. 11 კაციანი გადამღები ჯგუფი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით პრესტურის ფარგლებში ეწვია.

2 კვირის განმავლობაში MCZT ჯგუფის წევრები თბილისს, თელავს, გორს, სტეფანწმინდას, ბორჯომს, წყალტუბოს, საირმეს, ბათუმს და ქედას სტუმრობდნენ და პოპულარული ტურისტული ადგილების და ბალნეოლიგიური კურორტების შესახებ ვიდეოკლიპებს იღებდნენ.

მომზადებული კლიპები მედიაკომპანია MCZT-ის პლათფორმებზე განთავსდება და ჩინეთში 60 მილიონზე მეტი ადამიანი იხილავს. პრესტურის მონაწილეებს ძველ თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ უმასპინძლა.

შემთხვევითი სიახლე

ბაზარს საცალო დაკრედიტების გაჯანსაღების არ სჯერა

თბილისი (BPI) – საცალო დაკრედიტების “გაჯანსაღებით”, ეკონომიკის 3%-იან ვარდნაზე,  საბანკო და მისი თანამოაზრე 10  ასოციაციის …