ჩინურენოვანი გიდებისთვის ტრენინგი ჩატარდა


თბილისი (BPI) – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და გიდების ასოციაციის ორგანიზებით ჩინურენოვანი გიდებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

გადამზადების კურსი თერთმეტმა გიდმა გაიარა, სწავლება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გაიმართა. ტრენინგის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და გიდების ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთი მელაძემ მონაწილეებს სპეციალური სიგელები გადასცეს. 

სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის 11 თვეში, ჩინეთიდან საქართველოში 30 ათასზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80%-ით მეტია.

შემთხვევითი სიახლე

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ყველაზე მოდური მიმართულებები

თბილისი (BPI) – ონლაინ პლატფორმა Airbnb-ი წლიდან წლამდე უფრო და უფრო პოპულარული ხდება. Airbnb-ის სერვისებით მსოფლიოში ბევრი ადამიანი სარგებლობს. …