ჩინეთის მარკეტებში “ბარამბოს” ტკბილეული გაიყიდება

თბილისი (BPI) – ჩინეთის მარკეტებში “ბარამბოს” ტკბილეული გაიყიდება, – შეთანხმებას კომპანიამ ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე შანხაიში მიაღწია.

კომპანიამ ხელი მოაწერა 1 მლნ დოლარის კონტრაქტს ერთ-ერთ ჩინურ უმსხვილეს კომპანიასთან, რომელიც ადგილზე 118 სავაჭრო წერტილის მფლობელია.

მემორანდუმის თანახმად, მომავალი წლიდან ჩინეთში ერთ-ერთი პროვინცია, ადგილობრივ ქსელურ მარკეტებში მომხმარებელს მიაწვდის ბარამბოს ტკბილეულს. აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს, ასევე – მეორე სერიოზულ რითეილ-კომპანიასთან, რომელიც დაინტერესებულია „ბარამბო“-ს პროდუქციით.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ჩინეთის ბაზარი ბარამბოსთვის უმნიშვნელოვანესია განვითარების და ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით.

შემთხვევითი სიახლე

აუდიტის სამსახური GBF-ს ქართული კემპისათვის მონაწილეთა შერჩევის პროცესს უწუნებს

თბილისი (BPI) – აუდიტის სამსახური კალათბურთის ფედერაციას (GBF) ქართული კემპისათვის მონაწილეთა შერჩევის პროცესს უწუნებს. აუდიტის …