სპორტი

“საქართველოს რკინიგზა“ ახალგაზრდული საკალათბურთო ნაკრების სპონსორი გახდა

თბილისი (BPI) – “საქართველოს რკინიგზა“ ახალგაზრდული საკალათბურთო ნაკრების სპონსორი გახდა. 0,5 მლნ ლარის სასპონსორო ხელშეკრულება “საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ბახტაძემ და  კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ გააფორმეს. 1-წლიანი ფინანსური მხარდაჭერა კალათბურთის სუპერლიგის, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვისაა,  3 ასაკობრივ ჯგუფისთვის – 16, 18 და 20 წლამდე. “მხარდამხარ გამარჯვებისთვის” – “საქართველოს რკინიგზა” მხარს უჭერს კალათბურთის ფედერაციას და ქომაგებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს. ...

Read More »

„რაგბი და ქართული, ტრადიციული ლელობურთი“ – ანიმაციური ვიდეო თიბისისგან

თბილისი (BPI) – თიბისიმ რაგბის შესახებ ანიმაციური ვიდეო დააამზადა. ვიდეოში ახსნილია რა კავშირია ტრადიციულ ქართულ ლელობურთსა და რაგბს შორის, ასევე ახსნილია ქართული რაგბის სიმბოლოები – ვაზის ტოტი და ბორჯღალი.

Read More »

გიორგი თევზაძის სახელობის 2016 წლის თასის გათამაშება დრიფტში დასრულდა

თბილისი (BPI) – 2016 წლის 27 მარტს საავტომობილო სოცილაურმა ქსელმა NeedForDrive.com და საქველმოქმედო ფონდმა ,,გიორგი თევზაძე და მეგობრები“ ჩაატარა გიორგი თევზაძის სახელობის 2016 წლის თასის გათამაშება დრიფტში. გიორგი თევზაძის თასის გათამაშება  მესამე წელია რაც ტარდება, თუმცა წინა წლებთან შედარებით წელს შეჯიბრის ფორმატი საკმაოდ გართულებული იყო. დრიფტში მონაწილეობას იღებდნენ როგორც პროფესიონალი ასევე მოყვარული მრბოლელები. თითოეულ კლასში შეჯიბრის ფორმატი იყო განსხვავებული. პროფესიონალ კლასში ...

Read More »

გორგოძე: იტალიასავით ექვს ერში 6 წელი რომ გვეთამაშა უფრო დიდი პროგრესი გვექნებოდა

თბილისი (BPI) – „სერჯოს პატივს ვცემ, ის მსოფლიო დონის მოთამაშეა, მაგრამ მსგავსი საკითხები მისი გასარჩევი არაა. მისი საქმეა ითამაშოს და არა გადაწყვიტოს, თუ ვინ იმსახურებს ექვს ერში თამაშს და ვინ – არა. ჩვენ მისი სიტყვებით შეურაწყოფილები ვართ. მოცემულ მომენტში საქართველოს ნაკრები მართლაც არაა მზად ექვს ერში სათამაშოდ. მაგრამ ჩვენი სურვილია განვვითარდეთ და უფრო მაღალ დონეზე გავიდეთ, ამისთვის კი, გვჭირდება თუნდაც შუალედური ...

Read More »

ჟერარ პიკე დაგვიანებისთვის ჯარიმას გადაიხდის

თბილისი (BPI) – ჟერარ პიკე დაგვიანებისთვის ჯარიმას გადაიხდის. როგორც სპორტული გამოცემები იტყობინებიან, „ბარსელონამ“ დაგვიანებისთვის ჯარიმის სისტემა აამოქმედა. ვარჯიშებზე პირველ დაგვიანებაზე ჯარიმა 200 ევროს შეადგენს, ხოლო ყოველი შემდგომი დაგვიანერბისთვის ჯარიმის მოცულობა 2-ჯერ იზრდება. რაც შეეხება დაგვიანებას თამაშზე, ჯარიმა შედარებით მაღლია. წესის მიხედვით, ფეხბურთელები დანიშნულების ადგილზე 1,5 საათით ადრე უნდა გამოცხადდენ. შესაბამისად პირველი დაგვიანება 400 ევროღი „ისჯება“, ხოლო შემდგომ დაგვიანებებზე ჯარიმის მოხულობა ...

Read More »

“ზედაზენი“ და “პეესპე” ძიუდოს ფედერაციის გენერალური სპონსორები გახდნენ

თბილისი (BPI) – “ზედაზენი“ და “პეესპე” ძიუდოს ფედერაციის მხარდასაჭერად ერთიანდებიან. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ძიუდოს ფედერაცია ოთხი წლის განმავლობაში სასპონსორო თანხის სახით, დაახლოებით მილიონ ლარს მიიღებს და ეს თანხა ქართული ძიუდოს განვითარებას მოხმარდება. საერთო სლოგანი “ერთად შევქმნათ გამარჯვების ისტორია” უკვე ძალაშია და “ზედაზენი“ და “პეესპე” ძიუდოს ფედერაციის მხარდასაჭერას ერთობლივი ძალებით იწყებენ. მხარეებს შორის მემორანდუმს ხელი კომპანია “ზედაზენის” გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა, “პსპ ჯგუფის“ ...

Read More »

გიორგი თევზაძის სახელობის 2016 წლის თასის გათამაშება დრიფტში

თბილისი (BPI) –  NeedForDrive.com (ავტომოყვარულებისა და ავტომფლობელების სოციალური ქსელი) და საქველმოქმედო ფონდი “გიორგი თევზაძე და მეგობრები” რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის დახმარებით 27 მარტს ატარებს გიორგი თევზაძის სახელობის 2016 წლის თასის გათამაშებას დრიფტში. შეჯიბრში მონაწილეობას იღებს როგორც პროფესიონალი ისე მოყვარული ავტომრბოლელები. გამარჯვებული გამოვლინდება ორივე კატეგორიაში. მონაწილეებმა უნდა დაძლიონ სხვადასხვა სირთულისგან შემდგარი სპეციალური მონაკვეთები ტრეკზე მოცურებული ავტომობილებით. მრბოლელთა რეგისტრაცია მოხდება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 2016 ...

Read More »

BDO საქართველოს რაგბის კავშირის აუდიტორი და სპონსორი გახდა

თბილისი (BPI) – აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO საქართველოს რაგბის კავშირის აუდიტორი და სპონსორი გახდა. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, BDO საქართველოს რაგბის კავშირისა და რაგბის ეროვნული ნაკრების სპონსორი ხდება და ამათანავე BDO 5 წლის განმავლობაში ფედერაციას ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ჩაუტარებს და ასევე გაუწევს საგადასახადო და იურიდიულ კონსულტაციებს. „ჩვენთვის დიდი პატივია ვითანამშრომლოთ საქართველოს რაგბის კავშირთან. საქართველოში რაგბი არ არის მხოლოდ ...

Read More »

საქართველოს რაგბის კავშირი ფინანსური ანგარიშგების აუდიტს BDO განახორციელებს

თბილისი (BPI) – საქართველოს რაგბის კავშირი ფინანსური ანგარიშგების აუდიტს BDO განახორციელებს. საქართველოს რაგბის კავშირსა და აუდიტორულ კომპანია BDO-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია 22 მარტს 12:00 საათზე სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში გაიმართება. შეთანხმების მიხედვით აუდიტორული კომპანია BDO საქართველოს რაგბის კავშირს გაუწევს სერვისს – ფინანსური ანგარიშგების აუდიტს, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, სანაცვლოდ კი BDO ისარგებლებს საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორის სტატუსით. პრესკონფერენციას ...

Read More »

FIFA-მ 2015 წელს $122 მილიონით იზარალა

თბილისი (BPI) – FIFA-მ 2015 წელს $122 მილიონით იზარალა. Reuters-ის ინფორმაციით,  ფეხბურთის საერთაშორიო ფედერაცია დანაკლისს გაუთვალისწინებელი ხარჯებით ხსნის. სააგენტო იუწყება, რომ  ფედერაციას 2015 წელს ექს-პრეზიდენტის გასტუმრება მოუწია. ბლატერს 3,6 მლნ  შვეიცარ. ფრანკი  გადაუხადეს ($3,76).

Read More »