რეიტინგები

“ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშით, მედიის თავისუფლების მხრივ, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში შევიდა

თბილისი (BPI) – მსოფლიოში პრესის თავისუფლების დონემ ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ კვლევას ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსი” აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, მედიის თავისუფლების მხრივ, მსოფლიოში ვითარების გაუარესება ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი ქმედებების გახშირებამ და მედიის შემზღუდავი კანონების მომრავლებამ გამოიწვია. ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს 93 ქულა მიენიჭა და ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში შევიდა. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს – სომხეთს, თურქეთს, ...

Read More »

Movehub: საქართველოს პირველ პრიორიტეტს გარემოს დაცვა წარმოადგენს

თბილისი (BPI) – Movehub-ის გამოკითხვის შედეგად, მხოლოდ საქართველო და სლოვენია აღმოჩნდნენ ისეთი ქვეყნები, რომელთა მთავარ პრიორიტეტს გარემოს დაცვა წარმოადგენს Movehub-ის გამოკითხვაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 80,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევა სხვადასხვა ქვეყნის პრიორიტეტებს ეხება. ქვემოთ წარმოდგენილი ინფოგრაფიკი გვიჩვენებს, რომელ ქვეყანას – რა პრიორიტეტი აქვს. ქვემოთ მოცემული მონაცემები, 2011 წლიდან მოყოლებული, OECD Better Life Index-ის მიერაა შეჯამებული. გთავაზობთ, 180 ქვეყნიდან მიღებულ 60,000 პასუხს. ...

Read More »

2014 წელს მსოფლიოში ღვინის გაყიდვები 2,6%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ესპანეთი ვენახების მთლიანი ფართობით მსოფლიოს ნომერ პირველ ქვეყნად დასახელდა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, რეიტინგში მეორე პოზიცია ერგო ჩინეთს, რომელმაც საფრანგეთს გადაუსწრო. ორგანიზაციის ცნობით,  ესპანეთში ვენახებს 1,02 ჰექტარი უკავია, ჩინეთში – 799 ათასი ჰექტარი, რაც მსოფლიოში არსებული ვენახების 10,6%-ია; საფრანგეთში –  792 ათასი ჰექტარი, იტალიაში – 690 ათასი ჰექტარი, თურქეთში კი 502 ათასი ჰექტარი. “ბიბისის” ინფორმაციით, ...

Read More »

თბილისის ყველაზე ძვირადღირებული სკოლები

თბილისი (BPI) – შვილისთვის სკოლის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პერიოდია მშობლისთვის, რომელიც რთული არჩევანის წინაშე დგება. ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო პოპულარული გახდა კერძო სკოლაში ბავშვის მიყვანა. ამის მიზეზად ხშირად მშობლები კერძო სკოლებში არსებულ უსაფრთხოების მაღალ დონეს, სწავლების განსხვავებულ მეთოდს, კლასში მოსწავლეების მცირე რაოდენობასა და სხვა ფაქტორებს ასახელებენ. თუმცა, საქართველოში კერძო სკოლებში სწავლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. Bpn.ge შეეცადა ...

Read More »

მსოფლიოს ყველაზე ეკოლოგიური სასტუმროები

თბილისი (BPI) – დღეისათვის მსოფლიოში, როცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, მოთხოვნა გაიზარდა ეკოლოგიურ სასტუმროებზეც. სწორედ ამიტომ, მომხმარებელი, რომ არ დაიბნეს და იცოდეს სად მდებარეობს ყველაზე კარგი ეკო-სასტუმრო, Skyscanner-მა საკუთარი კლიენტურის ქცევაზე დაყრდნობით რეიტინგი შეადგინა. ტურისტები ეკო-სასტუმროების შერჩევისას ყურადღებას ამახვილებენ ეკო-კვებაზე, ასევე თუ რა მასალისგანაა აშენებული სასტუმრო და ასევე არის თუ არა დენის წყარო მზე ან ქარი. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ...

Read More »

მსოფლიოს გიგანტი კომპანიებისათვის 2015 წლის I კვარტალი მომგებიანი აღმოჩნდა

თბილისი (BPI) – მსოფლიოს გიგანტი კომპანიებისათვის 2015 წლის პირველი კვარტალი მომგებიანი აღმოჩნდა. ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს მსოფლიო საძიებო სისტემა “გუგლი”, ონლაინ-მაღაზია “ამაზონი” და ტექნიკის მწარმოებელი “სონი”. კომპანია “ამაზონმა” მოგების ზრდის შედეგად, 22.7 მილიარდი დოლარის ოდენობის სარგებელი ნახა, რაც 15-პროცენტიან ზრდას გულისხმობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოგების ამ რაოდენობით გაზრდა ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში გაყიდვების რაოდენობის გაზრდამ განაპირობა. რაც შეეხება იაპონურ კომპანია “სონის”, მისი ...

Read More »

საწვავის ფასების რეიტინგი ქვეყნების მიხედვით

თბილისი (BPI) – ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნორვეგიაში, ნიდერლანდებსა და იტალიაშია, – ამის შესახებ მონაცემები ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა  გამოაქვეყნა. მონაცემებში მითითებულია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 0,02 ევროთი გაიზარდა და შეადგენს საშუალოდ 1,27 ევროს. ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი – 0,69 ევრო (დაახლოებით 1,68  ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – ...

Read More »

წლის ყველაზე იღბლიანები

თბილისი (BPI) – 2015 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში იღბლიანთა რაოდენობა, რომელთაც ბედმა გაუღიმა და ლატარეაში მომგებიანი ბილეთი შეხვდათ, საგრძნობლად გაიზარდა, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. 31 მარტს, დიდ ბრიტანეთში EuroMillions-ის ლატარეაში ჯეკპოტი მოხსნეს რიჩარდ და ენჯელა მაქსველებმა – იღბლიანმა წყვილმა 53 მილიონი ფუნტი მოიგო. ბრიტანული გამოცემა ”მირორის” ცნობით, რიჩარდ მაქსველი ოთხი საათის განმავლობაში უმალავდა მეუღლეს ლატარეაში გამარჯვების შესახებ. რეკორდული ...

Read More »

საქართველო კორუფციის დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის მე-11 ადგილზეა

თბილისი (BPI) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეგვიპტის პრესაში საქართველოში კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას აქვეყნებს. “ეგვიპტის ახლო აღმოსავლეთის საინფორმაციო სააგენტომ MENA-მ გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს მიერ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ. ინფორმაცია ფართოდ გავრცელდა ეგვიპტის პრესაში და დაიბეჭდა ისეთ ინტერნეტ გამოცემებში როგორიც არის almasryalyoum და youm7. პრესას მონაცემები ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ მიაწოდა სტატიებში საუბარია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიერ ...

Read More »

ოდესაში დაბადებული ბიზნესმენი ყველაზე მდიდარ ბრიტანელად დაასახელეს

თბილისი (BPI) – დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიის ლიდერი ამერიკელი მეწარმე ლეონარდ ბლავატნიკია და მისი ქონება 13.17 მლრდ ფუნტ სტერლინგად ($19.91 მლრდ) არის შეფასებული. 57 წლის, ხმის წამწერი კომპანია Warner Music-ის ხელმძღვანელი ბლავატნიკი, ოდესაშია დაბადებული და აშშ-ში საცხოვრებლად 1978 წელს გადავიდა. მისი კომპანიები ბიზნესის მრავალ სფეროში საქმიანობენ – მუსიკალური ინდუსტრიიდან ნავთობის მოპოვებამდე. მეორე ადგილზე ბრიტანეთის უმდიდრესებს შორის ძმები ჰინჯუჯები მოხვდნენ, Hinduja Group-ის ...

Read More »