პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე – პრემიერის გადაწყვეტილებით, მთავრობის შემადგენლობა, რომელიც უკვე ცნობილია, არ იცვლება

თბილისი (BPI) – პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობის შემადგენლობა, რომელიც უკვე ცნობილია, არ იცვლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განუცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. “მთავრობის დამტკიცების საკითხი განხილული არ ყოფილა, თუმცა გიდასტურებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მთავრობის შემადგენლობა, რომელიც ცნობილია, არ იცვლება. პრემიერი ცვლილებებს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს”, ...

Read More »

კალაძე: ეკონომიკური გუნდის მინისტრების გათავისუფლება პოპულისტური ნაბიჯი იქნებოდა

თბილისი (BPI) – ეკონომიკური გუნდის მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლება ჩვენი მხრიდან პოპულისტური ნაბიჯი იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გუნდი იმისთვის არის გუნდი, რომ ერთობლივად გაუმკლავდეს პრობლემას. “არავინ დავობს, რომ ლარის დევალვაციამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა ქვეყნის მოსახლეობას. ძალიან მძიმეა სოციალური ფონი, ძალიან უჭირთ ადამიანებს. ძალიან დამძიმდა ბევრი ადამიანის ცხოვრება, რადგან ბევრი ...

Read More »

არღვევს თუ არა კანონს დეპუტატი გოგი თოფაძე

თბილისი (BPI) – საქართველოს კანონმდებლობა აქტიურ ბიზნესმენს საჯარო სამსახურში დასაქმებას უკრძალავს. თუმცა, რა შემთხვევაში ითვლება ბიზნესმენი არა მოქმედად და არის თუ არა საკმარისი ფურცელზე მისი ქმედითობის წაშლა? რას ვერ აჩვენებს მოწესრიგებული დოკუმენტაცია, სადაც ყოფილ ბიზნესმენს წილები არ აქვს და როგორც წესი, მისი ახლო გარემოცვა მართავს ყველაფერს? შეიძლება თუ არა პარლამენტარმა და ყოფილმა ბიზნესმენმა დეტალურად იცოდეს, რას და როგორ საქმიანობს მისი ახლო გარემოცვა ...

Read More »

თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი პრემიერთან 24-საათიან რეჟიმში მუშაობაზე შეთანხმდნენ

თბილისი (BPI) – თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრობის პოსტებზე წარდგენილი თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი თავიანთ უწყებებში მისვლას ორშაბათს გეგმავენ. როგორც ხიდაშელმა და აგულაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადეს, სწორედ მომავალი კვირიდან შეუდგებიან მინისტრების რანგში ყოველდღიურ მუშაობას. რაც შეეხება, უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, მათი ინფორმაციით, მთავრობის მეთაურთან შვიდი დღის განმავლობაში მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე შეთანხმდნენ. “დღეს იყო პრემიერთან პირველი შეხვედრა და ...

Read More »

ახალი კაბინეტის დაუმტკიცებლობით დასავლელ პარტნიორებთან უხერხულობა შეიქმნა – მთავრობა განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – მთავრობის ამდინისტრაციამ მინისტრთა ახალი კაბინეტის დამტკიცებასა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: “მიმდინარე დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გვინდა მოგაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია: მიუხედავად იმისა, რომ მინისტრების დანიშვნა პრემიერ-მინისტრის ექსკლუზიური უფლებაა, ახალი კანდიდატების წარდგენამდე ირაკლი ღარიბაშვილმა კონსულტაციები გაიარა კოალიცია „ქართულ ოცნებასა” და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან. ბუნებრივია, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს ერთი კვირის ვადაში ...

Read More »

დავით უსუფაშვილი: პატივი ვცეთ კონსტიტუციას და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას

თბილისი (BPI) – პრეზიდეტს მსგავსი გადაწყვეტილების კონსტიტუციური უფლება აქვს და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე  პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. როგორც დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, დღეს იყო ალბათობა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის მოესმინათ, მაგრამ პრეზიდენტმა გამოიყენა კონსტიტუციური უფლება და მინისტრთა ახალი კაბინეტის დამტკიცების ვადა ერთი კვირით გადადო. „ეს არ არის ექსტრაორდინალური მოვლენა, ის არჩეულია და ...

Read More »

მინისტრთა ახალი კაბინეტის სავარაუდო კანდიდატები

თბილისი (BPI) – გავრცელებული ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გახდება. ხეჩიკაშვილი “იბერია ბიზნეს ჯგუფის” დამფუძნებელი და ამავდროულად სპორტული სფეროთი დაკავებული პირია. ფლობს საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს”. არსებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას თინა ხიდაშელი დაიკავებს. კიდევ ერთი “რესპუბლიკელი” დეპუტატი გიგლა აგულაშვილი კი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გახდება. დეპუტატი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კომენტარს ...

Read More »

რა ქონებას ფლობს ირაკლი ღარიბაშვილი – პრემიერ-მინისტრობამდე და პრემიერობის შემდეგ

თბილისი (BPI) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივი დეკლარაციის ბოლო განაცხადი 2014 წლის 31 დეკემბერს შეავსო. თუმცა, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილს ორი დეკლარაცია აქვს შევსებული – პრემიერობამდე და პრემიერობის შემდგომ. პირველი დეკლარაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს 2012 წლის 12 დეკემბერს აქვს შევსებული, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ. ოჯახის წევრების გრაფაში ვკითხულობთ: მეუღლე – ნუნუ თამაზაშვილი, შვილები – ნიკოლოზ და ანდრია ღარიბაშვილები. ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაში ...

Read More »

თბილისში ყოველწლიური ორმხრივი დიალოგის „უორდროპის დიალოგის“ შუალედური რაუნდი გაიმართა

თბილისი (BPI) – საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის ყოველწლიური ორმხრივი დიალოგის – „უორდროპის დიალოგი“ შუალედური რაუნდი გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაში საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს უწყებათაშორისი სამი თემატური (პოლიტიკა, ეკონომიკა, უსაფრთხოება) სამუშაო ჯგუფი მონაწილეობდა. შუალედურ რაუნდს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს საგარეო და ...

Read More »

საყვარელიძე: “დააკავეთ ვინც 1 ლიტრ ბენზინზე ლარს იღებდა და ტაშს დაგიკრავთ”

თბილისი (BPI) – უკრაინის გენპროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე საქართველოში მისი თანაგუნდელების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს იხსენებს და აცხადებს, რომ საქართველოში სისტემური კორუფციის ფაქტები წინა ხელისუფლების დროს არ მომხდარა. როგორც საყვარელიძემ Корреспондент.net-თან ინტერვიუში აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ნათესავებს არ აძლევდა საშუალებას, ბიზნესი საქართველოში ეწარმოებინათ. “ჩვენი მმართველობის დროს სისტემური კორუფციის არც ერთი ფაქტი არ მომხდარა. იყო რამდენიმე ოჯახი, რომლებსაც მსხვილი ბიზნესი ჰქონდათ. მაგრამ არა მონოპოლიები. ...

Read More »