პოლიტიკა

უწყებების გაერთიანება საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის მიღების შემდეგ მოხდება

თბილისი (BPI) – მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განმარტებით, მთავრობის ახალი შემადგენლობა უწყებების შერწყმა-გაერთიანების შემდეგ დაინიშნება. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, უწყებების გაერთიანებაზე კანონპროექტს მთავრობა უახლოეს სხდომაზე განიხილავს და შემდეგ პარლამენტში გადაიგზავნება განსახილველად. აღნიშნა, რომ მთავრობა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს და საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პირველ ეტაპზე განხორციელდება, იმ ოდენობაში ჯდება, რომ ნდობის საკითხი პრობლემად არ დადგეს. მთავრობის საპარლამენტო მდივანი განმარტავს, რომ ამის ...

Read More »

პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება მოუწევს

თბილისი (BPI) – მთავრობაში უკვე დაგეგმილი და დაანონსებული საკადრო-სტრუქტურული ცვლილებები მთავრობის შემადგენლობისთვის პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების აუცილებლობას იწვევს. საქართველოს კონსტიტუციით, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით განახლება და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად პარლამენტს უნდა წარედგინოს. პრეზიდენტს მთავრობის პარლამენტში წარსადგენად 1 კვირა აქვს. პრემიერმა კვირიკაშვილმა მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ უკვე განაცხადა. დაგეგმილია რამდენიმე უწყების შერწყმა-გაუქმება. რამდენიმე მინისტრი პორტფელის გარეშე დარჩა, რამდენიმემ კი ...

Read More »

Pegasus Airlines-მა საკუთარ რუკაზე აფხაზეთის ტერიტორია საქართველოდან გამოყო

თბილისი (BPI) – თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა საკუთარ რუკაზე აფხაზეთის ტერიტორია საქართველოდან გამოყო. ავიაკომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ რუკაზე, სადაც მითითებულია ის მიმართულებები, რომელზედაც Pegasus Airlines-ი დაფრინავს, კარგად ჩანს, რომ საქართველო და აფხაზეთი ცალ-ცალკე ქვეყნებად არის დატანილი. ამ ინფორმაციის შესახებ საქართველოში Pegasus Airlines-ის ოფიციალური წარმომადგენლობისთვის უცნობია. მათი ინფორმაციით, საკითხის გარკვევას ავიაკომპანიის სათაო ოფისთან შეეცდებიან.

Read More »

ცვლილებების ახალი ტალღა – რომელი სამინისტრო რჩება და ვინ ინარჩუნებს მინისტრის პორტფელს

თბილისი (BPI) – მთავრობა ცვლილებების ახალ ტალღას იწყებს. პრემიერმინისტრმა სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ დღეს მთავრობის კანცელარიაში განაცხადა. მისი თქმით, სტრუქტურულ-ფუნციური ცვლილებები ემსახურება მეტ პროგრესს, მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას. პრემიერის თქმით, იგეგმება მთავრობის სტრუქტურული ცვლილება და საკადრო გადაადგილებები. ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. გაერთიანებული უწყების ხელმძღვანლად ...

Read More »

კახა კალაძე მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეიდან, მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. კალაძე თბილისის მერიაში 08:30 საათზე მივიდა, სადაც უკვე ყოფილი მერი დავით ნარმანია დახვდა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერიის თანამშრომლებთან ერთად, იმ პრობლემების დაძლევას შეძლებს, რომელიც დღეს ქალაქში არსებობს. „მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავდროულად, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, ...

Read More »

მთავრობა საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს აანონსებს

თბილისი (BPI) – მთავრობა საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს. მთავრობის ადმინისტრაციამ ცვლილებები უკვე დაანონსა. პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში (მე-12 სართულზე), დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს, 11:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. მთავრობაში ცვლილებების შესახებ უკვე აქტიურად საუბრობენ მედიაშიც. სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაუქმდება რამდენიმე სამინისტრო. ცვლილებები განხორციელდება მინისტრთა კაბინეტშიც, საუბარტია, რამდენიმე მინისტრის სხვა პოზიციაზე გადანაცვლებაზე, ...

Read More »

ლაშა კომახიძე ბათუმის მერის რანგში მუშაობას 13 ნოემბრიდან შეუდგება

თბილისი (BPI) – ბათუმის მოქმედი მერი გიორგი ერმაკოვი ლაშა კომახიძეს მერის პორტფელს ოფიციალურად 13 ნოემბრიდან გადააბარებს. 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლაშა კომახიძემ ხმების 55,95% დააგროვა. ლაშა კომახიძე ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობამდე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს იკავებდა. ლაშა კომახიძეს საკმაოდ მრავალფეროვანი კარიერული გამოცდილება აქვს. ის 1997-2000 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოება „საზღვაო ბანკში“ ანალიტიკური განყოფილების სპეციალისტად, შემდეგ კი საინვესტიციო განყოფილების ...

Read More »

გასულ წლებში წართმეული ქონებიდან 43 მლნ-ის მეპატრონეებს დაუბრუნდა

თბილისი (BPI) – გასულ წლებში წართმეული ქონებიდან ₾43 მლნ -ის დაბრუნებულია. სტიტისტიკაზე, მთავარი პროკურის  მოადგილემ მამუკა ვასაძემ ხატია ქვათაძესთან ინტერვიუში, „მაესტროზე“  განაცხადა. დაბრუნებულია 80-მდე ავტომობილი, 2 თვითმფრინავი, 13 ვერტმფრენი, 21 მიწის ნაკვეთი, 6 ბინა, 2 აგარაკი. როგორც მან თქვა ეს არასრული ჩამონათვალია. საკუთრების უფლება 140  მოქალაქეს აღუდგა. მან  სასჯელმისჯილთა სტატისტიკაც წარმოადგინა. პასუხისგებაში მიცემულია 150-მდე თანამდებობის პირი, მათ შორის  პრეზიდენტი, პრემიერი, ...

Read More »

გრანტის მიღებას ავტონომიური რესპუბლიკებიც შეძლებენ

თბილისი (BPI) – ამიერიდან გრანტის მიღებას ავტონომიური რესპუბლიკებიც შეძლებენ. შესაბამისი ცვლილება „გრანტების შესახებ“ კანონში შედის, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე დაწყებულია. როგორც კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია გრანტის მიმღებთა ჩამონათვალი, რომელთა შორისაც გრანტის მიმღებ სუბიექტებად გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები დარჩენილი არიან აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციის ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე: ახალ გუნდში ყოფნაზე საუბარი კახა კალაძესთან ჯერჯერობით არ მქონია

თბილისი (BPI) – თბილისის ახალი ადმინისტრაცია მუსაობას 12 ნოემბრიდან შეუდგება. მოხვდება თუ არა ახალ გუნდში თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე კონკრეტულად არ საუბრობს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ახალ მერთან, კახი კალაძესთან სხვადასხვა თემატურ საკითხი და თბილისის მერიაში მიმდინარე პროექტები განიხილეს, თუმცა როგორც თავად ამბობს, ახალ გუნდში ყოფნასთან დაკავშირებით კახა კალაძესთან კონკრეტული საუბარი არ ჰქონია. „ვინ იქნება განახლებულ გუნდში, ბუნებრივია, ამის ...

Read More »