მსოფლიო

თურქეთში კოსმეტიკის ბაზარი 30-40%-ით შემცირდა

თბილისი (BPI) – კომპანია Tekin Acar Cosmetics-ის ხელმძღვანელის ტეკინ ადჯარის განმარტებით,  გლობალური კრიზისი შეეხო არამხოლოდ კოსმეტიკის სეგმენტს, რითეილის სხვა სეგმენტებსაც. „ასეთ რთულ ვითარებაში ჯერ არასოდეს ვყოფილვართ. ჩვენ ისიც კი არ ვიცით თუ რა ვითარება იქნება სამომავლოდაც. არც ერთი ინვესტორი ფულს არ ჩადებს ქვეყანაში, სადაც ყველაფერი შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს. მე ვსაუბრობ არამხოლოდ ვალუტის დევალვაციაზე, ასევე იჯარის მაღალ ფასზეც“, – აღნიშნ ადჯარმა, ...

Read More »

2017 წელი თურქეთის ტურიზმისთვის შედარებით კარგი იქნება

თბილისი (BPI) – 2017 წელი თურქეთის ტურიზმისთვის შედარებით კარგი იქნება. თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ჰუსეინ იამანი აცხადებს, რომ 2017 წელი ტურიზმისთვის შედარებით კარგად დაიწყო. მისი განმარტებით, ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რომ ტურიზმის სფეროში კიდევ უფრო დაწინაურდეს. ჰუსეინ იამანი აცხადებს, რომ სტამბოლო, კაპადოკია და ანკარა ტურისტებისათვის ისევე უსაფრთხოა, როგორც ბერლინი, პარიზი, რომი და მადრიდი.  

Read More »

ჩინურმა რობოტმა რეპორტიორმა გაზეთში პირველი სტატია გამოაქვეყნა

თბილისი (BPI) – ჩინური მედიის ინფორმაციით, რობოტმა რეპორტიორმა სიაო ნანმა, რომელიც ჩინელმა პროფესორმა შეიქმნა, ქალაქ გუანჩჟოუს ყოველდღიურ გაზეთ Southern Metropolis Daily-ში პირველი სტატია დაბეჭდა, რომელიც საახალწლოდ ჩინელების მოგზაურობის ზრდას ეხებოდა. სიაომ სტატიის წერა რამდენიმე წამში დაასრულა. სტატია 300 იეროგლიფისგან შედგებოდა, თუმცა როგორც რობოტის შემქმნელი განმარტავს მას უფრო სიღრმისეული, გაანალიზებული და დიდი მოცულობის სტატიის წერაც შეუძლია. არ გამოირიცხება, რომ მალე ჩინურმა მედია ...

Read More »

“ლამბადას” შემსრულებელი დამწვარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისი (BPI) – 1980-იანი წლების ჰიტის “ლამბადას” შემსრულებელი, ბრაზილელი მომღერალი ლოალვა ბრაზი დამწვარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც BBC წერს, პოლიციამ ავტომობილი მომღერლის სახლთან ახლოს რიო-დე-ჟანეიროს შტატში, ქალაქ საკუარემეში იპოვა. პოლიცია ზუსტად ვერ ასახელებს მომღერის გარდაცვალების მიზეზს, თუმცა ადასტურებს, რომ გარდაცვლილი ნამდვილად ლოალვა ბრაზია. სიმღერა “ლამბადა,” რომელმაც ლოალვა ბრაზს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა, ფრანგულ ჯგუფთან Kaoma ერთად ჩაწერა. ლოალვა ბრაზი 63 წლის ...

Read More »

თურქეთს ავეჯის წარმოების მსოფლიო ბაზრის TOP-5-ში მოხვედრა სურს

თბილისი (BPI) – ბოლო 15 წლის განმავლობაში თურქეთმა ავეჯის წარმოება გააძლიერა და ქვეყანამ ექსპორტის კუთხით მოახერხა და მსოფლიო რეიტინგში 23-ე ადგილიდან მე-12 ადგილზე გადმოინაცვლა. სტამბოლის ავეჯის ექსპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ახმეტ გიულეჩის განმარტებით, 2001-2016 წლებში ავეჯის წარმოებაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა 1 მლნ დოლარიდან 1 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. „ჩვენი მიზანია, რომ 2023 წლისთვის თურქეთი ავეჯის წარმოების მხრივ მსოფლიო რეიტინგის TOP-5-ში შევიდეს“, აცხადებს ...

Read More »

მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი 7-წლიან მინიმუმზეა

თბილისი (BPI) – მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი 7-წლიან მინიმუმზეა. გაეროს მიმოხილვით, 2016 წ – 2.2% (Y.Y)  2009 წლიდან ყველაზე დაბალია. 2017 წლისთვის 2.7%-ია ნავარაუდევი. ზრდას განვითარებადი ქვეყნების პოზიციონირებით პროგნოზირებენ. RNS-ის ინფორმაციით,  ანგარიშში აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის ეკონომიკური პოლიტიკის პოზიტივზეა ყურადღება გამახვილებული და მის როლზე მსოფლიო ეკონომიკის ზრდაში.

Read More »

Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი ჩინური Baidu-ს პრეზიდენტი გახდა

თბილისი (BPI) – Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი ცი ლუ Baidu-ს პრეზიდნტი გახდა. ის შეითავსებს საოპერაციო დირექტორის ფუნქციასაც. “ჩვენი მიზნების მისაღწევად, მსოფლიო ტალანტების მობილიზება გვჭირდება, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით,“- კომპანიის გენერალური დირექტორი  რობინ ლი არჩეული სტრატეგიის წარმატებულ რეალიზებაში დარწმუნებულია. Baidu – უმსხვილესი  ჩინური ინტერნეტკომპანია, მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს. საძიებო სისტემით მხოლოდ Google-ს ჩამოუვარდება.

Read More »

დუბაიში ჭკვიანი აფთიაქები ამოქმედდა – რობოტები აფთიაქში

თბილისი (BPI) – „ჭკვიანი აფთიაქი“ –  ეს უკვე რეალობაა და ის დუბაიში ფუნქციონირებს. აფთიაქში, სადაც რობოტები არიან დასაქმებულნი დუბაიში რაშიდის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გაიხსნა. აფთიაქში რობოტები მედიკამენტებს საავადმყოფოს მიერ გაცემული რეცეპტების საფუძველზე გასცემენ. რობოტებს ექიმების კალიგრაფიაში გარკვევაც კი არ მოწევთ, რადგანაც რობოტებისათვის პრეპარატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სპეციალური შტრიხ-კოდის საშუალებით ხდება. Smart-ფარმაცევტები საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობენ და მათ წუთში 12 რეცეპტის გადამუშავება შეუძლიათ. ...

Read More »

Turkish Airlines-ი შარშან 62,8 მლნ მგზავრს მოემსახურა

თბილისი (BPI) – თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი (THY) 2016 წელს 62,8 მლნ მგზავრს მოემსახურა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 61,2 მლნ-ს შეადგენდა. შესაბამისად, კომპანიის მგზავრთნაკადი 2,5%-ით გაიზარდა. Turkish Airlines-ის ინფორმაციით, 2016 წელს შიდა რეისებზე მგზავრების რაოდენობა 3,8%-ით გაიზარდა, ხოლო საერთაშორისო რეისებზე 1,5%-ით. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ავიაკომპანიამ 720 ათასი ტონა ტვირთი გადაზიდა, 2016 წელს კი 876 ათასი ტონა, ანუ ზრდამ 21,7%-ი ...

Read More »

Apple აშშ-ში წარმოებას იწყებს

თბილისი (BPI) – Apple აშშ-ში წარმოებას იწყებს, – გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. როგორც უცხოური პრესა წერს, საწყის ეტაპზე აშშ-ში კომპიუტერებს ააწყობს, თუმცა ეს MAC არ იქნება. შეგახსენებთ, რომ Apple-მა ქალაქ მესაში გიგანტური საწარმოო კორპუსი უკვე ააშენა, რომელსაც გრძელვადიანი ლიზინგით GT Advanced Technologies-სთვის უნდა გადაეცა. თუმცა 2014 წელს GT Advanced Technologies-ი გაკოტრდა. მას შემდეგ აღნიშნულ შენობას კომპანია სამუშაო ცენტრად იყენებს, სადაც iCloud-ის ...

Read More »