მსოფლიო

Emirates-მა თავის მგზავრებს ახალი სერვისი შესთავაზა

თბილისი (BPI) – Emirates-მა თავის მგზავრებს ნება დართო დუბაის ნებისმიერ წერტილში გაიარონ რეგისტრაცია და ჩააბარონ ბარგი. ამისათვის კი მგზავრმა ბილეთის ყიდვისას, ან რეგისტრაციამდე 12 საათით ადრე, მომსახურება Home Check-in უნდა მონიშნონ. მომსახურების ფარგლებში, რეისის შესრულებამდე 7 საათით ადრე მგზავრთან მივა Emirates-ის თანამშრომელი, რომელიც მოახდენს რეგისტრაციას, ამობეჭდავს ჩასხდომის ბარათს, ჩაიბარებს ბარგს და წაიღებს აეროპორტში. ნორმის ფარგლებში Home Check-in სერვისის ღირებულება 350 ...

Read More »

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ხიდის პროექტირება-მშენებლობა იწყება

თბილისი (BPI) – საქართველოსა და სომხეთს შორის “მეგობრობის ხიდის“ პროექტირება-მშენებლობა იწყება. მშენებელი კომპანია გამოვლენილია და ამ ეტაპზე, საზედამხედველო კომპანიის შერჩევის პროცედურები მიმდინარეობს. ახალი ხიდი, მდ. დებედაზე, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე აშენდება. „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობას, საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აფინანანსებს. ხიდის მშენებლობისთვის EBRD-მა, საქართველოს 6 მილიონ ევრომდე გამოუყო. სამუშაოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. ...

Read More »

ბრენდმა Virgin America-მ არსებობა შეწყვიტა

თბილისი (BPI) – ბრენდმა Virgin America-მ არსებობა შეწყვიტა. ავიაკომპანიამ Virgin America-მ უკანასკნელი ფრენა 26 აპრილს განახორციელა. ავიაკომპანია Virgin America Alaska Airlines-ის საკუთრებაში გადავიდა. მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ 2016 წელს შედგა. გარიგების ღირებულებამ 2,6 მლრდ დოლარი შეადგინა. 2017 წელს Alaska Airlines-მა საკუთარი საიტის მეშვეობით Virgin America-ის რეისებზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო. 2018 წლის დასაწყისიდან კი რებრენდინგი დაიწყო. Virgin America-ის ზოგიერთი თვითმფრინავი ...

Read More »

Apple-მა შესაძლოა iPhone დასახელება შეცვალოს

თბილისი (BPI) – Apple-მა შესაძლოა iPhone დასახელება შეცვალოს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კორპორაცია მიმდინარე წელს სმარტფონს განსხვავებული სახელწოდებით გამოუშვებს და კომპლექსურ სახელებს მოერიდება, როგორიცაა iPhone 8s Plus-ი. ნავარაუდევია, რომ მიმდინარე წელს „ჩაკბეჩილი ვაშლი“ 3 ახალ სმარტფონს წარმოადგენს, რომელთაგანაც ერთს დაბალფასიანი ეკრანი, ხოლო ორს OLED-ეკრანი ექნება. ანალიტიკოსი რობერტ ჩიპო მიიჩნევს, რომ წელს წარმოდგენილი სმარტფონებიდან ერთს უბრალოდ iPhone ერქმევა, ხოლო დანარჩეს iPhone X ...

Read More »

Etihad Airways-მა საკუთარი მგზავრებისთვის პიჟამოები შეკერა

თბილისი (BPI) – არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია Etihad Airways-მა საკუთარი მგზავრებისათვის ტანსაცმლის ხაზი შექმნა. „საშინაო“ ტანსაცმელი გაკუთნილია Airbus A380-ის პირველი და სალონ The Residence-ს მგზავრებისთვის. კოლექცია მოდის სახლ Friend of Mine by Xpoze-თან თანამშრომლობით შეიქმნა. პიჟამოები და ხალათები ანტიბაქტერიული ქსოვილებისგანაა შეკერილი და ხანგრძლივი მოგზაურობისას საკმაოდ კომფორტულია. კოლექციის პრეზენტაცია აბუ-დაბიში უკვე გაიმართა.

Read More »

დაკარგული ჩემოდანი – 2017 წელს 22,7 მლნ მგზავრის ბარგი დაიკარგა

თბილისი (BPI) – 2017 წლის მაჩვენებლებით 22,7 მლნ-მა ავიამგზავრმა ჩამოფრენისას საკუთარი ჩემოდანი ვერ მიიღო, – ასეთია SITA Baggage Report 2018-ის მონაცემები. აღსანიშნავია, რომ დაკარგულ ბარგთან დაკავშირებით, 2017 წლის მაჩვენებელი 2016 წლის მაჩვენებლებთან 4,1%-ითაა გაზრდილი. თუმცაღა საგულისხმოა ისიც, რომ 2017 წელს გასულ წელთან შედარებით მგზავრთნაკდი 7,1%-ით გაიზარდა და 4,08 მლრდ მგზავრი შეადგინა. რეალურად ავიაკომპანიებმა ყოველ 1000 მგზავრზე ნაკლები ბარგი დაკარგეს. 2017 ...

Read More »

თურქეთი საკრუიზო ტურიზმის სტიმულირებას მოახდენს

თბილისი (BPI) – თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო გეგმავს. ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც საკრუიზო ტურიზმის სეგმენტში მუშაობენ და „ლუქს“ კლასის ტურებს აწყობენ 20 მლნ დოლარის ფინანსური დახმარება გაუწიოს. უკვე გაწერილი გეგმის მიხედვით, 29 მლნ დოლარიდან 12 მლნ დოლარი 2018 წლის ბოლომდე, ხოლო 17 მლნ დოლარი მომავალ წელს იქნება გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში ეს კომპანიები სახელმწიფოსგან თითოეულ ტურისტზე 25-დან 45 დოლარს მიიღებენ. ...

Read More »

საფრანგეთმა WhatsApp-ის კონკურენტი შექმნა

თბილისი (BPI) – საფრანგეთის მთავრობამ საკუთარი Messinger-ი შექმნა, რომელსაც შეტყობინებების დაშიფვრა შეუძლია. როგორც უცხოური მედია წერს, მთავრობამ Messinger-ი შექმნა იმიტომ, რომ ხშირად უცხოური კომპანიები საკუთარი Messinger-ის მეშვეობით მაღალი რანგის ადამიანების პირად მიმოწერას ადევნებენ თვალყურს. აღსანიშნავია, რომ არც ერთი პოპულარული სოციალური ქსელი ამ დროისათვის საფრანგეთში ბაზირებული არ არის. როგორც ირკვევა, საფრანგეთის მთავრობის მიერ შექმნილი Messinger-ი ამ დროისათვის სატესტო რეჟიმში მუშაობს და ...

Read More »

კრიპტოვალუტების კომპანია Hut 8-ის აქციები კანადის საფონდო ბირჟაზე განთავსდა

თბილისი (BPI) – კრიპტოვალუტების მაინინგის კომპანიამ Hut 8 კანადის საფონდო ბირჟაზე აქციები განათავსა. Hut 8 კრიპტოვალუტების მაინინგისა და ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურის კომპანიაა, რომელიც Bitfury Group-თან თანამშრომლობით შეიქმნა. კომპანიამ TSX Venture Exchange-ზე ვაჭრობა მარტში დაიწყო და პირველი ტრანზაქცია უკვე დაასრულა. მხარეებმა თანხმობა TSXV -სგან 22 თებერვალს მიიღეს. ამ დროისთვის კომპანიას ჯამში 82 380 000 საერთო აქცია ჰქონდა გამოშვებული და 1,374,000 აქციის შესყიდვის ...

Read More »

ავიაკომპანია Emirates-ი თანამშრომლებს ეძებს

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Emirates-ი თანამშრომლებს ეძებს. ავიაკომპანიამ კასტინგი უკვე გამოაცხადა, რომელიც დუბაიში 13-28 აპრილს გაიმართება. როგორც Emirates-ში აცხადებენ, მათ ესაჭიროებათ გახსნილი, კვალიფიციური და მეგობრული ადამიანები, რომლებიც ბორტზე მგზავრებს მოემსახურებიან. ამ დროისათვის Emirates-ი რეისებს მსოფლიოს 159 მიმართულებით ასრულებს, ხოლო მისი ავიაფლოტი 269 ხომალდს ითვლის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Emirates-ი მიიჩნევა ავიალაინერების: Boeing 777-სა და Airbus A380-ის ყველაზე დიდ მომხმარებლად.

Read More »