განათლება

ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი მე–5 ადგილზეა

თბილისი (BPI) – კომპანია Thomson Reuters–ის რეტინგში, ევროპის უნივერსიტეტებიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეხუთეა. მსოფლიო რეიტინგში ორმოცდამეთორმეტე. რეიტინგის ავტორებმა  მსოფლიოში განათლების სისტემის 65 ათასი ექსპერტი გამოკითხეს. პირველ ადგილზე  კემბრიჯის უნივერსიტეტი გავიდა.მეორეზე ოქსფორდი. მესამე რეიტინგში ლონდონის საიმპერატორო კოლეჯია. მეოთხე შვეიცარიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ციურიხში. რეიტინგში მოხვდნენ  დიდი ბრიტანეთის კიდევ სამი, ასევე გერმანული და ჩეხეთის,  კერძოდ მიუნხენის  და  პრაღის უნივერსიტეტები. ყველაზე მაღალი შეფასება მოსკოვის ...

Read More »

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების სხდომა გაიმართა

თბილისი (BPI) – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების სხდომა გაიმართა. ასოციაციამ ჯეი-სი-აი JCI (The Joint Commission), სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის სფეროში ყველაზე ავტორიტეტული ამერიკულ ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულება განიხილა , რომლის მიხედვითაც პირველად საქართველოში აღნიშნული ორგანიზაცია ხარისხის მართვის მენეჯმენტში სასერთიფიკაციო პროგრამას განახორციელებს. ამავე სხდომაზე სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა შეაფასა. ექსპერტთა აზრით ეს პროგრამა უაღრესად მნიშვნელოვან ფაქტია ქვეყნისთვის, ...

Read More »

Intel Isef-ის მსოფლიო კონკურსზე ქუთაისელმა ნიკა ალავიძემ IV ადგილი მოიპოვა

თბილისი (BPI) – Intel Isef-ის 2015 წლის მსოფლიო კონკურსზე ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლემ ნიკა ალავიძემ მეოთხე საპრიზო ადგილი მოიპოვა. განათლების სამინისტროს ცნობით, 1700 კონკურსანტ პროექტს შორის, მექანიკური ინჟინერიის დარგში ნიკას პროექტი „გახეთქილი მილების შესაკეთებელი მოწყობილობა“ ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. ინტელის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენა-კონკურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ პიტსბურგში გაიმართა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ...

Read More »

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოგების გადასახადისაგან გათავისუფლება ისევ საეჭვოა

თბილისი (BPI) – პარლამენტში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოგების გადასახადისაგან გათავისუფლების საკითხზე შეთანხმების მიუხედავად, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მაინც უარყოფითი დასკვნა დადო. კანონპროექტის მიხედვით, მოგების გადასახადისგან მხოლოდ ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გათავისუფლდებიან, რომლებიც თანხებს რეინვესტირებაში ჩადებენ. კანონპროექტის მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების გადასახადის განისაზღვრება ...

Read More »

“საქართველოს რკინიგზა” ილიას სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს

თბილისი (BPI) – “საქართველოს რკინიგზა” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიზანია თეორიული ცოდნის პარალელურად სტუდენტთა პრაქტიკული და კვლევითი უნარების განვითარება. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ბახტაძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა, მიხეილ ბატიაშვილმა გასულ კვირას მოაწერეს. როგორც მამუკა ბახტაძე ამბობს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები შეძლებენ თეორიული ...

Read More »

“ვითიბიმ” მათემატიკური ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა

თბილისი (BPI) – “ვითიბი ბანკმა” მათემატიკური ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა. მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ გამარჯვებულები 10 მაისს გამოვლინდნენ და მასში მონაწილეობდნენ მეორედან მეექვსე კლასის მოსწავლეები. თითოეულ კლასში პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს “ვითიბი ბანკისგან” საჩუქრად გადაეცათ ანაბარი. პირველი ადგილის მფობელებმა 500 ლარიანი ანაბარი მიიღეს; მეორე ადგილს 300 ლარიანი ანაბარი გადაეცა, მესამე ადგილოსანი 200 ლარიანი ანაბრით დაჯილდოვდა. ჯამში ვითიბი ბანკის ანაბრებით, 15 მოსწავლე ...

Read More »

“ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო” პრეზენტაციას ”სამეწარმეო განათლების მნიშვნელობა მომავლისათვის’’ გამართავს

თბილისი (BPI) – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, არასამთავრობო ორგანიზაცია ’’ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო” პრეზენტაციას სახელწოდებით ”სამეწარმეო განათლების მნიშვნელობა მომავლისათვის’’ 13 მაისს გამართავს. აღნიშნული ღონისძიება სამეწარმეო განათლების ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროექტის ფარგლებში იმართება. პროექტი ხორციელდება სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიის, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ესტონეთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ესტონეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოთქვა საქართველოს დახმარების სურვილი ევროპასთან ...

Read More »

თიბისი გალერეაში დისკუსია: „ქართული ლიტერატურა და ევროპა“ გაიმართება

თბილისი (BPI) – დღეს,  თიბისი გალერეაში ლიტერატურული პრემია „საბა“ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი დისკუსიას – „ქართული ლიტერატურა და ევროპა“- გამართავს.  უმსხვილესი ევროპული გამოცემების The Independent, Süddeutsche Zeitung, Die Zeit და Tageszeitung  კრიტიკოსები და ჟურნალისტები ქართველ მწერლებს, ჟურნალისტებს, და ბლოგერებს შეხვდებიან.  დიკუსიას რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი და ბლოგერი ნიკო ნერგაძე გაუძღვება. შეხვედრა 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის ...

Read More »

GAU-ში ინოვაციური მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორია, ჯეოლაბი გაიხსნა

თბილისი (BPI) – ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, GAU-ში ინოვაციური მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორია, ჯეოლაბი გაიხსნა, რომლის პრეზენტაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთავმჯდომარე, ირაკლი ქაშიბაძე, ჯეოსელის გენერალური დირექტორი, პაველ სმალინსკი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი, მაიკლ ქაუგილი, ასევე მოწვეული სტუმრები, სტუდენტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჯეოლაბი, კომპანია ჯეოსელის, ...

Read More »

საქართველოში მობილური აპილკაციების პირველი ტრენინგ-ცენტრი იხსნება

თბილისი (BPI) – საქართველოს უნივერსიტეტი და დეველოპერული კომპანია ლემონდუ, საქართველოში მობილური აპლიკაციების პირველ ტრენინგ-ცენტრს აარსებს, რომელიც დეველოპერებს, iOS-ისა და Android-ის პროგრამირებისთვის, სრულყოფილ სასწავლო კურსს შესთავაზებს. UG Lemondo-ს ტრენინგ-ცენტრი, სწავლების თვალსაზრისით უნიკალურია, რადგან ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ლიდერი დეველოპერული კომპანია, ერთდროულად ერთვება პროცესში. სწავლება საბაზრო მოთხოვნებზეა ორიენტირებული და მსურველებს, არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. UG Lemondo უახლესი ტექნოლოგიებით იქნება ...

Read More »