განათლება

საზღვარგარეთ სასწავლო გრანტების მოძიებაში პროექტი ProGeorgia დაგეხმარებათ

თბილისი (BPI) -საზღვარგარეთ სწავლა ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული. ყველაზე მთავარი ხშირ შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობაა.   პროექტი ProGeorgia სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში სტრუქტურირებული საძიებო სისტემით დაეხმარება.   პროექტი, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერაა დაფინანსებული და იგი სწავლის დაფინანსების მოძიებაში დაეხმარება მსურველებს. კერძოდ, საზღვარგარეთ სწავლისათვის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, კვალიფიკაციის ამაღლებისათვის,ორგანიზაციული ...

Read More »

თამარ სანიკიძე – სასკოლო სახელმძღვანელოები წელს შედარებით მცირე რაოდენობით დაიბეჭდება

თბილისი (BPI) -განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, სასკოლო სახელმძღვანელოები წელს დაიბეჭდება შედარებით მცირე რაოდენობით, რადგან ქსელში არსებობს ვარგისი მარაგი, – ამის შესახებ თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რატომ იბეჭდება წელს, წინა წელთან შედარებით ნაკლები სასკოლო წიგნები. “თუ გავითვალისწინებთ, რომ შემდეგ წლიდან პირველი მეექსვე კლასის სახელმძღვანელოები მთლიანად ამოგვაქვს ქსელიდან, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, ...

Read More »

სკოლის მიღმა დარჩენილი 17 000 ბავშვისთვის სამინისტრომ ახალი პროგრამა შეიმუშავა

თბილისი (BPI) – სკოლის მიღმა დარჩენილი 17 000 ბავშვისთვის საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ სასკოლო მზაობის ახალი პროგრამა შეიმუშავა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამის განმახორციელებლი  თბილისის მერია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები იქნებიან. მათი განცხადებით, ეს არის სკოლამდელი ასაკის ბავშვების სკოლისთვის მოსამზადებელი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს სკოლაში სწავლა გაუადვილდებათ. აღსანიშნავია, რომ სასკოლო ასაკთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო. შესაბამისად, ბავშვები, რომლებსაც 6 წელი სასწავლო ...

Read More »

ბათუმში ახალი საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტი BAU გაიხსნა

თბილისი (BPI) – ბათუმში თანამედროვე სტანდარტების საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტმა დაიწყო ფუნქციონირება. Bau International University Batumi მსოფლიო ქსელის Bau Global-ის ნაწილია. აგვისტოში უნივერსიტეტის ტერიტორიაზე საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი გაიხსნება, სადაც სტუდენტები პრაქტიკული მეცადიონეობების გავლას შეძლებენ. წარმატებული სტუდენტები კი კლინიკაში დასაქმდებიან. ორივე პროექტით რეგიონში 25 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 350 ადამიანი დასაქმდება. უნივერსიტეტში ამჟამად სამედიცინო ფაკულტეტი ფუნქციონირებს. საგანმანათლებლო დაწესებულების მისია კონკურენტუნარიანი, ...

Read More »

“ქართული ლუდის კომპანიამ’’ ოთხ დევნილ სტუდენტს სწავლა დაუფინანსა

თბილისი (BPI) – სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ 4 დევნილი სტუდენტის სწავლა დააფინანსა. გიორგი შულაია, ირაკლი ლეჟავა, ანი კასრაძე და გურამ მაისურაძე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ბიზნესის მართვის, ტურიზმის და მენეჯმენტის ფაკულტეტებზე სწავლობენ. კომპანიამ სტუდენტები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტლვილთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში და სტუდენტები, საკუთარი კრიტერიუმების საფუძველზე, მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით შეარჩია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით ...

Read More »

აჭარის ბიუჯეტიდან 14 სასკოლო კლუბის პროექტი დააფინანსა

თბილისი (BPI) – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 14 სასკოლო კლუბის პროექტი დააფინანსა. სამინისტროს ინფორმაციით, „სასკოლო კლუბების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, სამინისტროში სულ 103 პროექტი შევიდა. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა, რის შედეგადაც საკონკურსო კომისიამ გამოავლინა 14 გამარჯვებული კლუბის პროექტი. კლუბის წევრები 2016 სასწავლო წლის დასრულებამდე საგანმანათლებლო, შემეცნებითი და საზოგადოებრივი მიმართულებით განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს. შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა ...

Read More »

რა პროფესიებს ირჩევენ აბიტურიენტები და რატომ

თბილისი (BPI) – ეკონომიკა, ბიზნესი, იურიდიული, ფსიქოლოგია და ჟურნალისტიკა – ეს ის პროფესიებია, რომლებსაც ქართველი აბიტურიენტები ყველაზე ხშირად ირჩევენ, რისი მიზეზიც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დასაქმების შემთხვევაში მაღალი ანაზღაურების ხიბლია. წელს გამოცდებისათვის 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი ემზადება. ერთიან ეროვნულ გამოცდამდე თვეზე ნაკლები დარჩა, თუმცა რომელი პროფესია ან უნივერსიტეტი ლიდერობს, ჯერ ცნობილი არ არის. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე ...

Read More »

წლის მსოფლიო ექსპერიმენტის მონაწილე ქართველი მეცნიერი

თბილისი (BPI) – დღეისათვის ცნობილი ელემენტარული ნაწილაკებიდან უმრავლესობა არასტაბილურია – გარკვეული დროის შემდეგ სხვა ნაწილაკებად გარდაიქმნება. მათგან ერთ-ერთ გამონაკლისს სულ რამდენიმე ათეული წლის წინ აღმოჩენილი ნეიტრინო წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ სამყაროში არსებულ ნაწილაკთა უმრავლესობას ნეიტრინოები შეადგენს, მათი დამზერა ძალზე რთულია – მილიარდი ნეიტრინოდან ხელსაწყოები მხოლოდ ერთს აღიქვამენ… ნეიტრინოების დამზერასა და კვლევას ისახავს მიზნად ექსპერიმენტი სახელად IჩEჩUBE (“ყინულოვანი კუბი”), რომელიც 2013 ...

Read More »

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დღეიდან იწყება

თბილისი (BPI) – საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათზე დაიწყება. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულად, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე:  www.kids.org.ge. საზაფხულო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მიმდინარე წელს, საზაფხულო ბაღების რაოდენობა მშობლების მოთხოვნის საფუძველზე 25-მდე გაიზარდა. საზაფხულო ბაღების სია: 1. გლდანი – 48 საბავშვო ბაღი – ჩიქვანაიას 38 2. გლდანი – 205 საბავშვო ბაღი ...

Read More »

სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება 11 ივნისიდან იწყება

თბილისი (BPI) – პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, 20:00 საათზე სრულდება. შესაბამისად, მშობლებს შემდეგ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი საბუთების წარდგენა მოუწევთ. განათლების სამინისტროს ცნობით, სკოლებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი საბუთების მიღება  11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი საბუთების ნუსხა: 1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ...

Read More »