ეკონომიკა

2017 წლისთვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით 875 მოქმედი ორგანიზაცია იყო დაკავებული

„საქსტატის“ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წლის ბოლოსათვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 875 მოქმედი ორგანიზაცია[1] დაფიქსირდა. აქედან, 55,7% ქ. თბილისში მდებარეობს,  12,1% –  იმერეთის  რეგიონში, 9,9% –  სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9,7% – აჭარაში, ხოლო დანარჩენი 12,6% სხვა რეგიონებში ფუნქციონირებენ. ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ, 2017 წლის ბოლოსათვის 23,8 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის 79,8% გამოსახული იყო ეროვნულ ვალუტაში, ხოლო დანარჩენი 20,2% ...

Read More »

UN ESCAP -ის რეგიონული ქვეკომიტეტის შეხვედრა, შესაძლოა, თბილისში გაიმართოს

ტაილანდის სამეფოს დედაქალაქ ბანგკოკში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს, დოქტორ შამშად ახტარს შეხვდა.  შამშად ახტარმა ლევან დავითაშვილს მადლობა გადაუხადა აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) მე-5 ფორუმში აქტიური ჩართულობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული ...

Read More »

თებერვალში ეკონომიკური ზრდის ტემპმა 5,5%-ი შეადგინა

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,5 პროცენტი, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,9 პროცენტი შეადგინა. “საქსტატის” წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის თებერვალში შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში, უძრავი ქონებით ოპერაციებში და ვაჭრობაში.  

Read More »

აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,6 მლნ ბარელით გაიზარდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,6 მლნ ბარელით გაიზარდა და შეადგინა 429,9 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები შემცირდა 3,472 მლნ ბარელით და შეადგინა  239,593 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 2,09 მლნ ბარელით და შეადგინა 128,954  მლნ ბარელი. აშშ-ის ნავთობის იმპორტი გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 508  ათასი ბარელით დღე-ღამეში 7,1  მლნ ბარელამდე დღე-ღამეში. ნავთობის მოპოვება აშშ-ში გაიზარდა  26  ათასი ბარელით10,407 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში. ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი: ისრაელთან ხუთი წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვის 1 მლრდ დოლარამდე გაზრდაზე შევთანხმდით

ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ ელი კოენს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ორმხრივი კავშირების განვითარების ძირითადი მიმართულებები. მხარეები საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე შეთანხმდნენ. „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან. ჩვენ შევთანხმდით მრავალი მიმართულებით ჩვენი ურთიერთობების განვითარებაზე, ...

Read More »

ქართულ პროდუქციაზე 2017 წელს საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა გაიზარდა

თბგილისი (BPI) – საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2017 წელს თითქმის 14%-ით გაიზარდა და 10,707 მლრდ დოლარს მიაღწია. საქსტატის მონაცემებით, მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 2,728 მლრდ დოლარია, ერთი წლის განმავლობაში მაჩვენებელი 29.1%-ით გაიზარდა. იმპორტი 9,4%-ით 7,979 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წელს 5,251 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49% შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 2,063 მლრდ დოლარი ...

Read More »

დავეწიოთ და გავასწროთ ბელარუსს

თბილისი (BPI) – სსფ-ს პროგნოზით 2022 წლისთვის საქართველო ალბანეთსა და ბოსნიაზე მდიდარი იქნება, ხოლო ბელარუსის დონეს მიუახლოვდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 4 ათას 123 აშშ დოლარს გადააჭარბებს, რითაც ჩვენს საუკუნეში პირველად სამხრეთ კავკასიიის რეგიონში პირველ ადგილზე გავა და სომხეთთან ერთად უკვე აზერბაიჯანსაც უკან ჩამოიტოვებს. სსფ-ის შეფასებით 2017 წელს სომხეთის მშპ ...

Read More »

მთავრობას ბანკებისგან ფულის წამოღება უფრო ძვირი უჯდება

თბილისი (BPI) – მთავრობის ობლიგაციებში ბანკები მეტ სარგებელს ითხოვენ. ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი ობლიგაციების აუქციონზე, რომელშიც 5 კომერციული ბანკი მონაწილეობდა,  განაკვეთი 9.2, 9.530, 9.370%-ით განისაზღვრა  (მინ, მაქს, საშ), წინა აუქციონზე მაღალი (8.95/9.38/9.087%). სულ, 25 მლნ-ის გაიყიდა, 2.1-ჯერ მეტი იყო მოთხოვნა –  53 520 000 ლარი. წლევანდელი ვაჭრობები მოკლევადიაზეც ( 6,12  და 24 თვიანი)  მზარდი ტრენდით დაიწყო. ანალიტიკოსები აღმავალ ტრენდს  ქვეყანაში გაზრდილი ...

Read More »

მამუკა ბახტაძე: 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებითაა შესრულებული

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებითაა შესრულებული. მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 120 მილიონიანი გადაჭარბებითაა შესრულებული, ასევე ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ათვისების ნაწილშიც. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, პარლამენტს 20 იანვარს წარედგინება და საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე.

Read More »

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი 2017 წელს 8.2%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, 3,3 %-ით შემცირდა. იმავდროულად, 2017 წლის ფასების საშუალო-წლიური მაჩვენებელი 8,2 %-ით აღემატება 2016 წლის შესაბამის მონაცემებს. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის მიხედვით, სურსათზე გლობალური ფასები დეკემბერში შემცირდა. რაც ძირითადად განაპირობა მცენარეულ ზეთზე და რძის პროდუქტებზე ფასების მკვეთრმა შემცირებამ. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ასახავს საერთაშორისო ფასების ყოველთვიურ ცვლილებებს სამომხმარებლო კალათის ძირითად ...

Read More »