ეკონომიკა

EBRD: საქართველოს ეკონომიკა წელს 2,3%–ით გაიზრდება

თბილისი (BPI) – რეკონსტრუქციის და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD) წელს საქართველოში 2,3%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, პროგნოზი რუსეთსა და საქართველოს სხვა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში რთული ეკონომიკური მდგომარეობით არის გამოწვეული, ასევე ექსპორტის შემცირებამ გაზარდა უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ კი გავლენა იქონია პროგნოზზე. ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ 2016 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაიზრდება და 2,6%–ს მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ...

Read More »

სსფ: საქართველომ ეკონომიკური პოლიტიკა ახალ გამოწვევებს უნდა მოარგოს

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იუჰა კაჰკონენი მიიჩნევს, რომ საქართველომ ეკონომიკური პოლიტიკა უნდა მოარგოს იმ ახალ გამოწვევებს, რომელიც რეგიონის წინაშე დგას და რომლის წინაშეც დგას საქართველო. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რეგიონის საერთო სიტუაცია საკმაოდ ...

Read More »

მეწარმეობის განვითარების სააგენტო Euromonitor-ის მონაცემთა ბაზების გამოყენებას შეძლებს

თბილისი (BPI) – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შესაძლებლობა ეძლევა გამოიყენოს მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Euromonitor-ის მონაცემთა ბაზები. ორგანიზაცია Euromonitor-ი ფარავს 85-მდე ქვეყნის ბაზარს, რომლის საქმიანობის სფეროსაც სამომხმარებლო პროდუქციასთან დაკავშირებული სტრატეგიული კვლევების ჩატარება და მონაცემთა დამუშავების შემდგომ, შედეგების სათანადო კომპანიებისთვის გაცნობა და მიწოდება წარმოადგენს. Euromonitor-ის კვლევები ანალიზის სპეციფიკიდან გამომდინარე მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს სიღრმისეული და კონკრეტული ინფორმაცია უცხო ქვეყნების სამომხმარებლო ბაზრებსა თუ ...

Read More »

ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა და 1 აშშ დოლარი/2.3617 ლარია

თბილისი (BPI) – ქართული ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 14 მაისის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/2.3617 ლარია, 1 ევრო/2.6515 ლარი. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0188 პუნქტით გაუფასურდა, ევროსთან მიმართებაში კი 0.0373 პუნქტით. 12 მაისის მდგომარეობით, 1 დოლარი/2.3429 ლარი, 1 ევრო/2.6142 ლარი ღირდა.

Read More »

კახა კალაძე – უახლოეს მომავალში ლარის კურსის გამყარება უნდა დაიწყოს

თბილისი (BPI) – უახლოეს მომავალში ლარის კურსის გამყარება უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. მისი თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ხელისუფლებას გააჩნია, ეს არის ლარის დევალვაცია. კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ამ მიმართულებით ბევრს მუშაობს, გარკვეული ღონისძიებები გატარდა და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ლარის კურსის გამყარება უნდა დაიწყოს. ვიცე პრემიერი მიიჩნევს, რომ ამისთვის ყველანაირი საფუძველი ...

Read More »

გიორგი კვირიკაშვილი: საშუალოვადიან პერსპექტივაში აუცილებლად იქნება პოზიტიური ტენდენცია

თბილისი (BPI) – საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირკაშვილის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ძალიან აქტიურად იყენებს. „აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას სავალუტო სტაბილიზაცია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, კურსის ყოველდღიური ცვლილება არ არის ისეთი რამ, რაც მთავრობამ შეიძლება ხელით მართოს. სწორედ ამისთვის არის EBRD-ის წლიური შეხვედრა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები ...

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 15 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფასიან ქაღალდებზე

თბილისი (BPI) – ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 15 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 16 250 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.7%–ით, მაქსიმალური 12.25%–ით, საშუალო შეწონილი-12.107%–ით განისაზღვრა. კუპონური განაკვეთი 10.25%–ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Read More »

EBRD თბილისის მერიას ქალაქის ინფრასტრუქტურის გამართვაში დაეხმარება

თბილისი (BPI) – თბილისის მერი  და მისი მოადგილეები EBRD -ის  ინფრასტრუქტურის განოფილების დირექტორს ჯეიმს ჰისლოპს შეხვდენროგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა განაცხადა, საუბარი შეეხო ერთობლივ პროექტებს, კერძოდ, გარე განათების სისტემასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვას, სადაც EBRD-ის წარმომადგენლები თბილისის მუნიციპალიტეტს ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში დაეხმარებიან. გარდა ამისა,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი შესაბამის სამსახურებს მყარი ნარჩენების მართვის ინტერესთა გამოხატვის პროექტის განხორციელების პროცესშიც დაუჭერს ...

Read More »

იანვარ-აპრილში იმპორტი 8 პროცენტით, ექსპორტი კი 26 პროცენტით შემცირდა

თბილისი (BPI) – 2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე 3015 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 689 მლნ. აშშ დოლარი იყო – 26 პროცენტით ნაკლები, ხოლო იმპორტი 2326 მლნ. აშშ დოლარი – 8 პროცენტით ნაკლები იყო. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-აპრილში 1637 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო ...

Read More »

საქართველომ და EBRD-იმ ინვესტორთა საბჭო დააფუძნეს

თბილისი (BPI) – საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევრობანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ  ხელი  მოაწერეს დოკუმენტს რომელიც ინვესტორთა ერთობრივი საბჭოს შექმნას ითვალისწინებს.15-წევრიან ინვესტორთა საბჭოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. საბჭოს შემადგენლობაში ქართული და უცხოური ბიზნესასოციაციები, ბიზნესომბუდსმენი და კერძო სექტორის განვითარების სფეროში აქტიური საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გაერთიანდებიან.ინვესტორთა საბჭო ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით იმუშავებს.“კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ...

Read More »