ეკონომიკა

აზერბაიჯანთან ექსპორტი განახევრდა, ჩინეთთან გაორმაგდა

თბილისი (BPI) – აზერბაიჯანთან ექსპორტმა მიმდინარე წლის ოთხ თვეში 89 620 დოლარი შეადგინა, – გასული წლის ანალოგირ პერიოდში კი აღნიშნული თანხა  188 450 დოლარს შეადგენდა. აზერბაიჯანთან ექსპორტი ყველაზე მეტად მსუბუქი ავტომობილების ფონზე შემცირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აზერბაიჯანში 97 694 დოლარის ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა, მიმდინარე წელს კი 32 804-ის. მსუბუქი ავოტმობილების ექსპორტმა გასულ თვეს ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე პირველად გადაინაცვლა ...

Read More »

ლარი 2 თეთრით გაუფასურდა

თბილისი  (BPI) – სებ–ის საიტზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად 1 დოლარი 2,2773 ლარი ღირს.1 ევრო 2,54 78 ლარი.შესაბამისად ლარი დოლართან მიმართებაში 0,0228 პუნქტით, ხოლო ევროსთან 0,0327 პუნქტით გაუფასურდა.

Read More »

მთავრობას ბიუჯეტის გადახედვაზე მუშაობა დაწყებული აქვს

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, ბიუჯეტის გადახედვაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მისი თქმით, ბიუჯეტის კორექტირება არ შეეხება სოციალურ პროექტებს. „ადმინისტრაციული ხარჯები უკვე შემცირებულია და ამავე დროს დროს ბიუჯეტს არ ჰქონია და არ ექნება დაწოლა ლარის გაცვლით კურსზე“, – განაცხადა მინისტრმა. ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა 5%–ით ვერ გაიზარდება, რეგიონში ქვეყანას ყველაზე მაღალი ...

Read More »

”უკრფერი”: ილიჩევსკის პორტიდან ბათუმში მსუბუქი ავტომობილის ტრანსპორტირება 300 დოლარი იქნება

თბილისი (BPI) – ”უკრფერიმ” ილიჩევსკის პორტიდან ბათუმის პორტში მსუბუქი ავტომობილების ტრანსპორტირება გააიაფა. შედარებით დაბალი ტარიფები 1 ივნისიდან ამოქმედდება. ფასდაკლება შეეხება ”ჯიპის” მარკის ავტომობილების ტრანსპორტირებასაც. ფასდაკლების აქციის მოქმედებს ასევე ილიჩევსკი-ფოთის მიმართულებაზეც. კომპანიის ინფორმაციით, თბომავალ “გრეიფსვალდით” მსუბუქი ავტომობილის ტრანსპორტირების ღირებულება 300 დოლარია, ”ჯიპის” ტრანსპორტირება კი – 350 დოლარი. ტარიფი მოიცავს ასევე სატერმინალო გადასახადსაც. როგორც ცნობილია უკრაინა-საქართველოს შორის რეგულარული საზღვაო მიმოსვლა კვირაში 2-ჯერ: ...

Read More »

იანვარ-აპრილში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა

თბილისი (BPI) – 2015 წლის იანვარ-აპრილში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავეს 86 მლნ. აშშ დოლარით. რამაც მთელი ექსპორტის 12 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 73 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფმა გადმოინაცვლა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 73 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 11 პროცენტი შეადგინა. ...

Read More »

საქართველოს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა 67 %-ი შეადგინა

  თბილისი (BPI ) – 2015 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. ”საქსტატის” ინფორმაცით, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (476 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (290 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (248 მლნ. აშშ დოლარი). აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3015 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ...

Read More »

საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებთან 7 %-ით ნაკლები ივაჭრა

  თბილისი (BPI) -2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 838 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 206 მლნ. აშშ დოლარი იყო (6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 632 მლნ. აშშ დოლარი (10 პროცენტით ნაკლები). ”საქსტატის” ინფორმაცით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 30 ...

Read More »

იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13 %-ით შემცირდა

  თშბილისი (BPI) – 2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3015 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 689 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (26 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2326 მლნ. აშშ დოლარს (8 პროცენტით ნაკლები). ”საქსტატის” ინფორმაცით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-აპრილში 1637 მლნ. აშშ დოლარი ...

Read More »

მთავრობას ლარის კურსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს

თბილისი (BPI) – “საშუალოვადიან პერსპექტივაში მეტ გაუფასურებას არ ველოდებით“, – აღნიშნულის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ გუშინ ღამით, პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ქადაგიძემ განმარტა, ლარის გაუფასურებამ გავლენა მოახდინა იმპორტის შემცირებაზე, რამაც საგადამხდელო ბალანსის კორექტირებაზე იქონია გავლენა. სტატისტიკის სამსახურის ბოლო მონაცემებით, იმპორტი, 8 პროცენტით შემცირდა. “ამოიწურა დანაკლისი, რაც გვქონდა და კურსს გამყარების მიმართულება აქვს. საშუალოვადიან პერსპექტივაში მეტ გაუფასურებას არ ...

Read More »

არჩილ მესტვირიშვილი – 2009 წლის შემდეგ შეზღუდული რაოდენობით ინტერვენციები გვაქვს

თბილისი (BPI) – ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციების რეჟიმი 2009 წელს შეცვალა და მას შემდეგ ძალიან შეზღუდული რაოდენობით ინვესტიციები გვაქვს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილემ არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ეროვნული ბანკის 2014 წლის წლიური ანგარიში წარადგინა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ შეკითხვით მიმართა არჩილ მესტვირიშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ 2008-2009 წლებში ეროვნული ...

Read More »