ბიზნესი

საქსო ბანკმა მულტიაქტივებით სავაჭრო ახალი პლატფორმა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა

თბილისი (BPI) – საქსო ბანკმა მულტიაქტივებით სავაჭრო ახალი პლატფორმა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა, რადგანაც მომხმარებლების მხრიდან ყველა ხელსაწყოზე ერთსა და იმავე ფუნქციების არსებობაზე დიდი მოთხოვნა არსებობს. საქსო ბანკი არის მულტიაქტივებით მოვაჭრე (online multi-asset trading) და საინვესტიციო ინტერნეტ დაწესებულება, რომელიც კერძო ინვესტორებსა და ინსტიტუციონალურ კლიენტებს სთავაზობს ინსტრუმენტების სრულ ნაკრებს სავაჭრო და საინვესტიციო სტრატეგიების განსახორციელებლად. აღნიშნული კომპანია ამჯერად სრულიად ახალი შემოთავაზებით გამოდის ბაზარზე ...

Read More »

Apple ყოველდღიურად 30 ათას Watch-ს ყიდის

თბილისი (BPI) – Apple ყოველდღიურად 30 ათას Watch-ს ყიდის. Apple Watch-ის რეალიზაცის დაწყებიდან ჯერ 1,5 თვეა გასული და ამიტომ Apple-ი გაყიდვების მაჩვენებლის გამოქვეყნებას არ ჩქარობს, თუმცაღა ანალიტიკოსები გაყიდვების მაჩვემნებლების შესახებ ინფორმაციას უკვე ფლობენ. კომპანია Slice Intelligence-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის გაყიდული Apple Watch-ის რაოდენობამ 2,5 მლნ ერთეული შეადგინა. როგორც ირკვევა, ”ჩაკბეჩილმა ვაშლმა” ”ჭკვიანი საათის” დანონსებიდან ერთ დღეში 1,5 მლნ-ის შეკვეთა მიღო. ...

Read More »

თბილისის აეროპორტის ოპერატორ TAV GEORGIA-თან ახალი ხელშეკრულება ხვალ გაფორმდება

თბილისი (BPI) – საქართველოს მთავრობასა და TAV GEORGIA-ს  შორის ხელშეკრულება ხვალ გაფორმდება. ხელმოწერა თბილისში შედგება. სხვა დამატებითი დეტალები  ამ ეტაპზე არ სახელდება. თუმცა ცნობილია ინფორმაცია მოლაპარაკებების პროცესში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით. თებერვალში მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა, რომ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა” და შპს „ტავ ურბან საქართველოს” შორის გაფორმდებოდა განახლებული BOT ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც „ტავ-ს” ოპერირების ვადა ამოეწურებოდა 2027 წლის იანვარში (ნაცვლად მემორანდუმით ...

Read More »

თბილისში გამაგრილებელი სასმელების ფესტივალი გაიმართება

თბილისი (BPI ) – 2015 წლის 27-28 ივნისს „აირჩიე ქართული“-სა და „პერიტუს გრუპი“-ს ორგანიზებით სუპერმარკეტ „სმარტი“-ს ვაკის ფილიალში გამაგრილებელი სასმელების ფესტივალი გაიმართება. გამაგრილებელი სასმელების ფესტივალი თბილისში უკვე მეორედ იმართება. პირველ ფესტივალზე თორმეტი ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი წვენების, წყლების, ლუდისა და ლიმონათის სახით. გამაგრილებელი სასმელების ფესტივალის მიზანია ქართული წარმოების პოპულარიზაცია, მომხარებლების ლოალობის ზრდა და ახალი პროდუქტებისა და შეთავზებების დეგუსტაციისა და გათამაშებების ...

Read More »

უახლოეს მომავალში საქართველოში ინტერნეტბიზნესი საკმაოდ დიდ მასშტაბებს მიაღწევს

თბილისი (BPI) – საქართველოში ინტერნეტბიზნესი იზრდება და უახლოეს მომავალში ის კიდევ უფრო განვითარდება. ამის შესახებ ციფრულმა მარკეტოლოგმა, გურამ თათეშვილმა პალიტრა TV-ს გადაცემა ”საქმეში” განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში ინტერნეტბიზნესში ზრდის ტენდენციები ნამდვილად შეინიშნება და კომპანიებმაც მეტად გააანალიზეს ინტერნეტის მნიშვნელობა. ”ინტერნეტბიზნესი და ინტერნეტში რეკლამის განთავსება საკამოდ საინტერესო თემაა. ასევე მნიშვნელოვანი, რადგან ეს სექტორი ზოგადად, მზარდი სექტორია. საქართველოში აშკარად შეინიშნება ზრდის ნიშნები. მახსოვს ...

Read More »

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა – ამართლებს თუ არა შეღავათიანი საგადასახადო სისტემა

თბილისი (BPI) – თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შეღავათებით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ჩინური კომპანია „ჰუალინგიც“ ისარგებლებს. საქართველოს მთავრობამ კომპანიისთვის თიზ-ის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. კომპანია ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს. მთავრობის დადგენილებისმიხედვით, ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონისფუნქციონირების ვადა 30 წელია. Hualing Group–ი ქუთაისში ამ დროისთვის ხე–ტყისა დაქვის გადამუშავებას ახორციელებს. ადგილზე ხდება ავეჯის წარმოებაც. როგორც Hualing–ისწარმომადგენელი ...

Read More »

Yanair-ი კიევი-თბილისის რეისს განაახლებს

  თბილისი (BPI) -18 ივნისიდან ავიაკომპანია Yanair-ი კიევი-თბილისის მიმართულებაზე ფრენას განაახლებს, რომელიც გასული წლიდან ქონდა შეჩერებული. ავიაკომპანიის ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინის დედაქალაქებს შორის Yanair-ი კვირაში 2 რეისს შეასრულებს. რეისები ხუთშაბათობით და კვირაობით განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ Yanair-ი კიევიდან ფრენას ჯულიანის სახელობის აეროპორტიდან შეასრულებს და მგზავრების Boeing 737-ით მოემსახურება. Yanair-ის რეისებზე კიევი-თბილისის მიმართულებით ფრენა (ერთი გზა) 140 დოლარი, ხოლო ორი გზა 240 ...

Read More »

ჯეი აბრაამი: ბრენდის პოზიციონირების 15 მეთოდი

    თბილისი (BPI) – საკუთარი თავის, პროდუქტის ან კომპანიის “შესანიშნავ ხარისხში” პოზიჩიონირების 15  მეთოდი  ჯეი აბრაამიას მოსაზრებით ასეთია 1. რაც არ უნდა გააკეთოთ კლიენტისთვის, აკეთეთ ეს შემდეგი დევიზით: «თქვენს განკარგულებაში ვარ». გახსოვდეთ, რომ თქვენ კლიენტისთვის «სანდო მრჩეველი» ხართ მთელი ცხოვრების მანძილზე! 2. ნუ შეგეშინდებათ იმაზე საუბარი, რაზეც კონკურენტები დუმან. ყოველმა კლიენტმა უნდა გაიგოს თქვენგან ის, რასაც სხვები უმალავდნენ. 3. ...

Read More »

ჩაის სახლი “Althause tea” მომხმარებლებს ვეგეტარიანულ მენიუს სთავაზობს

ქიაჩელზე მდებარე ჩაის სახლმა “Althaus tea” ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად მენიუში ახალი, ვეგეტარიანული კერძები დაამატა. როგორც ჩაის სახლის წარმომადგენელი MYREST.GE – სთან საუბარში ამბობს, ეტაპობრივად მენიუს განახლება აქტიურად ხდება. „მენიუს ეტაპობრივ ვანახლებთ. ჩვენს ძველ მენიუშიც იყო ვეგეტარიანული კერძები, თუმცა, ახალი , მსუბუქი კერძებიც დავამატეთ, და მენიუშიც მივუთითეთ, რომ ეს კონკრეტული კერძი ვეგეტარიანულია“ , – ამბობს გელა შანშიაშვილი myrest.ge

Read More »

ქუთაისიდან სტამბოლში გაფრენის მინიმალური ფასი 48 ევრო იქნება

თბილისი(BPI) – ავიაკომპანია „პეგასუსი” ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენებს იწყებს. როგორც „კომერსანტს” კომპანიის წარმომადგენელმა, ელენე კიკნაძემ განუცხადა, 19 მაისიდან ავიაკომპანიის მომხმარებელს ქუთაისიდან როგორც სტამბოლში, ისე აღნიშნული ქალაქის გავლით 30 ქალაქის მიმართულებით ფრენა შეეძლება. მისი ინფორმაციით, ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ბილეთის საწყისი ფასი 48 ევროა, რაც შეეხება ევროპის სხვადასხვა ქალაქს, იქ გამგზავრებას მომხმარებელი მიმინუმ 70 ევროს გადახდის შემთხვევაში შეძლებს. ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ ახალი მიმართულებით ...

Read More »