ბიზნესი

პსპ-ში მომხმარებელს ექიმის მიერ გამოწერილი ელექტრონული რეცეპტით მედიკამენტების მიღება შეუძლია

თბილისი (BPI) – პსპ-ს ნებისმიერ აფთიაქში მომხმარებელს ელექტრონული რეცეპტით სარგებლობა შეუძლია. სიახლე ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაინერგა და მნიშვნელოვნად ამარტივებს მომხმარებლის მიერ რეცეპტით გასაცემი მედიკამენტის შეძენის პროცესს. ახალი პროექტის ფარგლებში სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს იმ სააფთიაქო და სამკურნალო დაწესებულებებთან, რომელთაც უკვე გააჩნიათ შიდა ელექტრონული სისტემები და ადვილად დაუკავშირდნენ სახელმწიფოს ელექტრონული რეცეპტების სისტემას. „პსპ-ს საქმიანობა მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული, ამიტომ ჩვენი კომპანია ერთ-ერთი ...

Read More »

„შტადლერ რეილ ეი ჯი” ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას თბილისში ააშენებს

მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი” (Stadler Rail AG) ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას თბილისში ააშენებს. დღეს, კომპანია  „STADLER“ – ის პრეზიდენტი, პიტერ შპულერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა და რეგიონალური შვილობილი კომპანიის მშენებლობის, ასევე, მოძრავი შემადგენლობების წარმოების  შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და დაგეგმილი სამუშაოები გააცნო. ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით როგორც საქართველოს რკინიგზას, ასევე, თბილისის მეტროს უზრუნველყოფს. ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით, ...

Read More »

შიდა ქართლში რძის გადამამუშავებელი საწარმო “ნებიერა“ გაიხსნა

თბილისი (BPI) – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა  და შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რძის გადამამუშავებელი საწარმო „ნებიერა“ გახსნეს. საწარმო ნებიერა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში 2008 წელს დაფუძნდა, თუმცა უკვე რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს. ის  გორის უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამისა და კოლეჯი „განთიადის“ შესაბამისი სფეროს (რძის გადამამუშავებლის ტექნოლოგის პროგრამა) სტუდენტებისათვის სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფას ემსახურებოდა.  პარალელურად  „ნებიერა“  რძის პროდუქციას ...

Read More »

დაბა ბაკურიანში, “დიდველზე“ სასტუმროს “ვერტექსი” ააშენებს

თბილისი (BPI) – დაბა ბაკურიანში, „დიდველზე“ სასტუმრო აშენდება. პროექტის განსახორციელებლად კომპანია „ვერტექსმა“ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უკვე ელექტრონულ აუქციონზე შეიძინა, რაშიც 18 თვის განმავლობაში 1 მლნ 706 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში, საპრივატიზებო უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განაშენიანება მოახდინოს და სასტუმროს კომპლექსი ააშენოს. აუქციონის პირობების მიხედვითვე, „ვერტექსმა“ ...

Read More »

“ელიტ ელექტრონიქსი“ განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – კომპანია “ელიტ ელექტრონიქსი” ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის საპასუხო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ “ელიტ ელექტრონიქსის” წართმეულ ბიზნესად მოხსენიება და ამ კონტექსტში ქოქოლაძის მხრიდან თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოთქმული პრეტენზიები მტკნარი სიცრუეა. “სამწუხაროდ კიდევ ერთხელ  იძულებული ვართ გარკვეული განმარტებები გავაკეთოთ ანზორ ქოქოლაძის მიერგავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებებზე. უპირველეს ყოვლისა სს “ელიტ ელექტრონიქსი” არ და ვერ ჩაერევა კომპანიის ყოფილ და ახლანდელ ...

Read More »

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის ანზორ ქოქოლაძის გახმაურებულ საქმეზე პროცესი გაიმართება

თბილისი (BPI) – 15 თებერვალს, 16:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. სასამართლოში დასრულდა წერილობით მტიცებულებათა გამოკვლევა და სასამართლომ დაიწყო ბრალდების მოწმეთა დაკითხვა. ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეს სააკაშვილის ხელისუფლებამ 2011 წლის 13 დეკემებრს ბრალი წარუდგინა – სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პ და სსკ-ის ...

Read More »

იაფი ფული და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება: განვითარების ბანკის საჭიროება

თბილისი (BPI) – “მთავრობის მიზანი იმის ოდნავ უკეთესად ან უარესად კეთება კი არ უნდა იყოს, რასაც ინდივიდები უკვე აკეთებენ, არამედ იმის გაკეთება, რაც ამჟამად საერთოდ არ კეთდება”. ჯონ მეინარდ კეინზი   რა ღირს საქართველოში ფული? ზოგადად რა არის ფული ფასი?  ფულის ფასი ეს არის საპროცენტო განაკვეთი, რასაც გვახდევინებენ ბანკები სესხის აღების დროს (არსებობს ფულის ფასის სხვა განმარტებაც). წარმოების პროცესში, ფირმის ...

Read More »

დასანგრევია თუ არა ახალი მშენებლობები – დეველოპერების პასუხი სეისმოლოგებს და გეოლოგებს

თბილისი (BPI) – სამშენებლო ბუმი, რომელმაც დედაქალაქი მთლიანად მოიცვა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს. გეოლოგები და სეისმოლოგები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს. პრობლემა ქაოსური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. პრობლემა გეოლოგიური დასკვნაა, რომლეიც კორპუსის მშენებლობამდე გაიცემა. გეოლოგიური რევიზია აჩვენებს გრუნტის სახეობას, სიღრმეს. ის არის მთავარი სახელმძღვანელო სამშენებლო მასალის, ...

Read More »

ლექვინაძე ბადაგონის საქმესთან დაკავშირებით კომპანიის დამფუძნებელს და საგამოძიებო სამსახურის უფროსს შეხვდა

თბილისი (BPI) – “ბადაგონთან“ დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი კომპანიის დამფუძნებელ გიორგი სალაყაიას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს, ლევან გამყრელიძეს შეხვდა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ირაკლი ლექვინაძემ „ბადაგონში“ მიმდინარე პროცესები პირად კონტროლზე აიყვანა. ბიზნესომბუდსმენმა კომპანიის დამფუძნებლისგან საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინა, მათ შორის, გიორგი სალაყაიას მხრიდან უკმაყოფილება გამოითქვა საგამოძიებო ორგანოს მიერ კონკრეტული გარემოებების შესწავლა/დადგენისთვის საჭირო ...

Read More »

ბეჟუაშვილი “ბადაგონის” მფლობელისთვის ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო ჩივილს აპირებს

თბილისი (BPI) – ბადაგონი აქტივის დათმობას არ აპირებს. დავით ბეჟუაშვილთან სამართლებრივ დავაშიც ერთვება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფის შესვლის ორგანიზებაში, კომპანიის დამფუძნებელი, დიმიტრი ქუმსიშვილის მონაწილეობაზე აცხადებს და პარალელს ბიზნესთან მავნებლური დამოკიდებულების 2006 წლის მოვლენებთან ავლებს. ბადაგონის წილების გაყოფაში დავით ბეჟუაშვილის ხსენებისთვის გიორგი სალაყაიას სასამართლოში მოუწევს პასუხისგება. ბიზნესმენის ინტერესების დამცველი ზვიად კორძაძე ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სარჩელს ამზადებს, რომელსაც ორშაბათს შეიტანს, ...

Read More »