ბიზნესი

ქართული ღვინის თვე აშშ-ში – დეგუსტაცია პორტლენდში

თბილისი (BPI) – აშშ-ში, როგორც ქართული ღვინის ერტთ-ერთი პოტენციურად მზარდ საექსპორტო ბაზარზე, ქართული ღვინის წარდგენა გრძე;დება. ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი ამჯერად ქალაქ პორტლენდში გაიმართა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Marq Energie Consulting-ის ხელმძღვანელის ჯული პეტერსონის ორგანიზატორობით გაიმართა. ღონისძიებას 40-მდე ღვინის პროფესიონალი – იმპორტიორი, დისტრიბუტორი და მედიის წარმომადგენელი დაესწრო. ივნისში აშშ-ს რამდენიმე ქალაქში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები იმართება. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Tastingwork-ის ...

Read More »

ჩინეთში “მეღვინეობა ხარებას” წარმომადგენლობა გაიხსნა

თბილისი (BPI) – კომპანია „მეღვინეობა ხარებამ“ ჩინეთში, ქალაქ შანხაიში წარმომადგენლობა გახსნა. ოფისის გახსნის ცერემონიალს კომპანიის ადგილობრივი და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პარტნიორები ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ეზუგბაიამ და მთავარმა მეღვინემ ვლადიმერ კუბლაშვილმა „მეღვინეობა ხარებას“ მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნეს. კომპანიაში მიინევენ, რომ ჩინეთის ბაზარზე ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის მხრიდან, რაც ქართული ღვინის ქვეყნის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციას კიდევ ...

Read More »

სატელიტური ოპერატორი SES-ის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში 562 000 ოჯახამდე გაიზარდა

თბილისი (BPI) – SES-ის მიერ ყოველწლიურად განხორციელებული ბაზრის კვლევის (Satellite Monitor) თანახმად, ოჯახების რიცხვი, რომლებსაც კომპანია უწევს მომსახურებას მუდმივად იზრდება და 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 351 მილიონს მიაღწია. 2016 წელს 325 მილიონ ოჯახთან შედარებით ეს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევაა და ნიშნავს იმას, რომ ამჟამად SES-ი მსოფლიო მასშტაბით სატელევიზიო კონტენტს აწვდის 1 მილიარდ მაყურებელზე მეტს. 351 მილიონი ოჯახიდან SES-ს პირდაპირი წვდომა აქვს ...

Read More »

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლი

თბილისი (BPI) – ტრამპის ახალი ბრძანება 25-%იანი ტარიფის შესახებ და ანტიდემპინგური კანონის არარსებობა ქვეყანაში, საფრთხის წინაშე აყენებს მთლიანად ქართულ ინდუსტრიას. პრობლემები დაიწყო იმით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან ქვეყნის მწარმოებლების დაცვის მიზნით, ფოლადის პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. ეს ტარიფი საქართველოს მწარმოებლებზე ნეგატიურად მოქმედებს არაერთი მიმართულებით და საფრთხის ქვეშ აყენებს ინდუსტრიაში დასაქმებულ 10 000- მდე ადამიანის სამუშაო ადგილს. კერძოდ, ტრამპის ...

Read More »

საქართველოს რკინიგზა ,,დოიჩე ბანის“ ოფიციალური პარტნიორი გახდა

თბილისი (BPI) – საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი“ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ,,დოიჩე ბანის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლოჯისტიკისა და სატვირთო გადაზიდვების სფეროში, ალექსანდერ დოლმა ბერლინში, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც რკინიგზის სატვირთო სექტორში ერთობლივი პროექტების განვითარებას გულისხმობს. შეთანხმების თანახმად, საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი’’ იწყებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ევროპისა და აზიის მულტიმოდალური სატრანსპორტო კორიდორების ...

Read More »

ანტიდემპინგური კანონის არარსებობა და ტრამპის 25%-იანი ტარიფი – 10 000 ადამიანის სამუშაო საფრთხეშია

თბილისი (BPI) – ტრამპის ახალი ბრძანება 25-%იანი ტარიფის შესახებ და ანტიდემპინგური კანონის არარსებობა ქვეყანაში, საფრთხის წინაშე აყენებს მთლიანად ქართული ფოლადის ბაზარს. პრობლემები დაიწყო იმით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან  ქვეყნის ფოლადის მწარმოებლების დაცვის მიზნით, ფოლადის პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. ეს ტარიფი საქართველოს მწარმოებლებზე ნეგატიურად მოქმედებს არაერთი მიმართულებით და საფრთხის ქვეშ აყენებს ინდუსტრიაში დასაქმებულ 10 000- მდე ადამიანის სამუშაო ...

Read More »

საწვავი კიდევ გაძვირდა – კონკურენციის სააგენტოს უნიათობას კომპანიები კარგად იყენებენ

თბილისი (BPI) – საქმეს ისეთი პირი უჩანს საწვავი მალე ფუფუნების საგანი გახდება. გასულ კვირას თითქმის ყველა ბრენდირებულ სადგურზე საწვავი გაძვირდა. კერძოდ, ფასებმა საწვავზე 2-9 თეთრით მოიმატა. კერძოდ, 6 ივნისის მდგომარეობით, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი „სუპერი“ – 2.58 ლარი ღირს, მაშინ როცა 22 მაისის მდგომარეობით 2.55 ლარი ღირდა; „პრემიუმის“ ფასი – 2.45 ლარია, 22 მაისის მდგომარეობით კი 2.42 ლარი იყო; ...

Read More »

სკების ტრანსპორტირებისთვის – მეფუტკრეობის კოოპერატივებისთვის კიდევ ერთი პროგრამა დაიწყო

თბილისი (BPI) – მეფუტკრეობის კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი პროგრამა დაიწყო. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივები 40%-იანი თანადაფინანსებით მიიღებენ მისაბმელს სკების ტრანსპორტირებისათვის. ერთ მონაწილეს გადაეცემა არაუმეტეს ორი ერთეული მისაბმელი, თითოეული უზრუნველყოფს არანაკლებ 20 სკის (ერთ რიგად) ტრანსპორტირებას. პროგრამა ხელს შეუწყობს მეფუტკრეობის ...

Read More »

ბათუმში McDonald’s -ის ახალი რესტორანი გაიხსნა

თბილისი (BPI) – McDonald’s -ის რესტორანთა ქსელი ფართოვდება. ახალი რესტრანი ბათუმში, ერას მოედანზე გაიხსნა. ეს McDonald’s -ის რიგით მეორე რესტორანია ბათუმში. „მაკდონალდსი” 33 000-ზე მეტ კვების ობიექტს ითვლის  119 ქვეყანაში, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან 52 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქართველოში მაკდონალდსის პირველი რესტორანი თბილისში, 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა. მაკდონალდს საქართველო ახლა უკვე 14 რესტორნითა და 1000-ზე მეტი დასაქმებული ადამიანით ოპერირებს.  

Read More »

„პსპ დაზღვევამ“ ახალი, ევროპული სტანდარტის სერვის ცენტრი გახსნა

თბილისი (BPI) – “პსპ დაზღვევის” ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიხსნა. სერვის ცენტრის გახსნა მრავალპროფილურ კლინიკაში დაზღვეულისთვის მაქსიმალურად კომფორტული და ამავდროულად დროის დამზოგველია, რადგან ერთ სივრცეში მათ საშუალება ეძლევათ მიიღონ მრავალპროფილური სამედიცინო, ასევე ადგილზე ფინანსური ანაზღაურების მომსახურება. სერვის ცენტრი „პსპ დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა სოფიო ლებანიძემ და „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა გიორგი რამიშვილმა გახსენს. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის ...

Read More »