ბანკები

კომპანიებისთვის, სებ-ში რეგისტრაციის გარეშე, 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან ფულადი სახსრების მოზიდვა იზღუდება

თბილისი (BPI) – საკანონმდებლო ცვლილებების  შედეგად “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონს დაემატა 483 მუხლი, რომლის შესაბამისად, 2018 წლის 11 მარტიდან, მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს ეკრძალება 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა (მათ შორის, სესხის მიღება) ან/და პირთა ფართო წრისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება, თუ ასეთი საქმიანობას ახორციელებს ეროვნული ბანკის მიერ არარეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო ...

Read More »

BGEO-ს კაპიტალიზაცია 1.5 მლრდ-ია

თბილისი (BPI) – “საქართველოს ბანკის” აქციები (BGEO LN) გაძვირდა. ლონდონის ბირჟაზე გასულ კვირას 37.30 – 38.00 გირვანქა სტერლინგად (GBP) ივაჭრებოდა. კვირის ( w.w ) ზრდაა 0.16%; თვის ჭრილში (m.m) +7,85%. G&T-ის ანალიტიკით, კვირის განმავლობაში 421 000-ზე მეტი აქციაა ნავაჭრი (საშუალო დღიური 61 000), კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის GBP 1.493 მლრდ (bloomberg) 1.17%.  დეკემბრიდან კაპიტალიზაციის 15%-მდე ზრდა აღინიშნება. ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) ...

Read More »

“თიბისის” კაპიტალიზაცია მილიარდს უახლოვდება

თბილისი (BPI) – ლონდონის ბირჟაზე, გასულ სასესიო კვირას “თიბისის” (TBCB LI)  51 000 აქციით ივაჭრეს. აქციის ფასმა  17.5 გირვანქა სტერლინგს (GBP) მიაღწია.  ბოლო სასესიო დღე GBP 17.24 -ით დაიხურა (+0.58% (w.w) +4.8%m.m). საბაზრო კაპიტალიზაცია GBP 906.194 მლნ-მდეა გაზრდილი.

Read More »

Global Finance-მა საქართველოს ბანკს საქართველოში ვაჭრობის ფინანსირებაში საუკეთესო ბანკად აღიარა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდოს – საქართველოში საუკეთესო ვაჭრობის ფინანსირების ბანკი, მიღებაზე განაცხადა. ბანკის განცხადებით, საუკეთესო ბანკები ამ მიმართულებით, შეირჩა ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორებიცაა: ტრანზაქციების მოცულობა, საერთაშორისო დაფარვის მასშტაბი, მომსახურების ხარისხი, კონკურენტული ფასწარმოქმნა და ინოვაციური ტექნოლოგიები. საქართველოს ბანკმა ეს ჯილდო უკვე მეხუთედ მიიღო. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული საუკეთესო ბანკად საქართველოში ვაჭრობის ფინანსირების ...

Read More »

ეროვნული ბანკი ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების გამოქვეყნებას იწყებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების გამოქვეყნებას იწყებს. სებ-ის ცნობით, ინიციატივა დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს, დამტკიცებამდე გაეცნონ ნორმატიული აქტების პროექტებს და მათთან დაკავშირებული მოსაზრებები და კომენტარები მიაწოდონ ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკის აღნიშნული უფლებამოსილება “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებით განისაზღვრა, რომლის თანახმადაც ეროვნული ბანკი ...

Read More »

“სილქ როუდმა“ კაპიტალის შევსებაზე განაცხადა

თბილისი (BPI) – “სილქ როუდ ბანკი” დეკემბერში მოგებაზე გავიდა (12/2017 – 0.320 მლნ). 12 თვის მდგომარეობით კი 0.5 მლნ ლარის ზარალი აქვს. ბანკმა 2017 წელი საზედამხედველო კაპიტალის ზრდით დაასრულა, რასაც მარეგულირებელი ითხოვდა (1.01.2018 – ≥₾30 მლნ). 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 31 მლნ-ზე მეტი აქვს.  1 ივნისამდე ₾40 მლნ-მდე უნდა შეავსოს ( სებ-ის მოთხოვნის შესაბამისად).   01.01.2018●01.12.2017 ₾ ₾ აქტივები 52 925 031 ...

Read More »

BGEO-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 1.5 მლრდ ფუნტია

თბილისი (BPI) – „საქართველოს ბანკის“ კაპიტალიზაცია 1.5 მლრდ გირვანქა სტერლინგამდე (GBP) გაიზარდა. BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციებზე, ლონდონის ბირჟის კვირის ვაჭრობებმა 358 000 -ს გადააჭარბა. კვირის ტრენდმა +3.57% (w.w) ზრდა აჩვენა, თვის დინამიკა + 10.09% (m.m). ჯგუფი აქციები GBP 35.96 – 38.84 დიაპაზონში ივაჭრებოდა. თვის საშუალო მაჩვებელი 48 000 -ია. საანგარიშო კვირას კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის (GBP 1.486) 0.91% -ია ნავაჭრი.

Read More »

თიბისის კაპიტალიზაცია 1 მლრდ-ს მიუახლოვდა

თბილისი (BPI) – „თიბისიმ“ საბაზრო კაპიტალიზაცია გაზარდა, 907.3 მლნ გირვანქა სტერლინგამდე (GBP). გასულ კვირას თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციებზე, ლონდონის ბირჟის კვირის ვაჭრობებმა 109 000 -ს გადააჭარბა. სასესიო კვირა GBP 17.14 -ით დაიხურა (+3.5% w.w; +3.75%m.m). აქციები GBP 15.80 – 17.40 დიაპაზონში ივაჭრებოდა. თვის საშუალო მაჩვებელია

Read More »

საინვესტიციო ჯგუფი BGEO ახალი სახელით გააგრძელებს საქმიანობას

თბილისი (BPI) – საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ საქმიანობას ახალი სახელით – „საქართველოს კაპიტალი“ (Georgia Capital) განაგრძობს. როგორც ჯგუფში განმარტავენ, კომპანიის ახალი სახელი, „საქართველოს კაპიტალი“ უკეთ ასახავს კომპანიის ფოკუსს, რომელიც საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვასა და ქართულ კომპანიებში ინვესტირებას გულისხმობს, მათი შემდგომი განვითარების მიზნით. მას შემდეგ, რაც 2018 წლის პირველ ნახევარში საბოლოოდ დასრულდება საინვესტიციო და საბანკო მიმართულების გამიჯვნა, ლონდონის ...

Read More »

“თიბისის“ ბარათის მფლობელებს ატრიოში 40%-მდე ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ

თბილისი  (BPI) –  „თიბისიმ“  ბარათის  საახალწლო შეთავაზებაზე განაცხადა, ყველაზე შთამბეჭდავი ფასდაკლებით. ატრიოში,  40%-მდე ფასდაკლება, სტატუს ბარათით გადახდისას  3 დღის განმავლობაში (12-14 იანვარი) იმოქმედებს. სტატუსი ₾2 000 შემოსავლის მქონე კლიენტს ენიჭება, რომელსაც  ₾20 000 -ის ფარგლებში ანაბარი ან სესხის აქვს. ისინი 30-ზე მეტ კომპანიაში მუდმივად სარგებლობენ  სხვადასხვა ბენეფიტით და ამასთან სხვა  საინტერესო შეთავაზებებზე შეტყობინებას  პერიოდულად იღებენ.

Read More »