ბანკები

სებ–ის ვიცე-პრეზიდენტი: ლარს ნეგატიური მოლოდინები აუფასურებს

თბილისი (BPI) – ლარის დაცემის მაპროვოცირებელი ნეგატიური მოლოდინების განეიტრალებაზე, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბიზნეს-კონტაქტის ეთერში ისაუბრა. არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა, რომ მოლოდინების ფორმირებას გარკვეულწილად განაპირობებს ექსპერტად წარმოდგენილი პირების განცხადებები და პოლიტიკური შეფასებები. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი საუბრობს შიშზე, რომელიც ადგილობრივი ბაზრის ოპერატორებთან ერთად უჩნდება გარე ინვესტორსაც. ჩნდება განცდა, საბანკო სექტორზე გარკვეული წნეხისა, რაც ასევე ასაზრდოებს ნეგატიურ მოლოდინებს. მისივე განცხადებით, მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია აგვისტოსთან შედარებით, როცა ...

Read More »

პარლამენტმა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად კონსტანტინე სულამანიძე დაამტკიცა

თბილისი (BPI) – პარლამენტმა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად კონსტანტინე სულამანიძე დაამტკიცა. სულამანიძის  დანიშვნას მხარი 81-მა დეპუტატმა, არცერთის წიააღმდეგ, დაუჭირა მხარი. სულამანიძე მუშაობდა სხვადასხვა ბანკში (ვითიბი, რესპუბლიკა), ბოლოს „პროგრეს ბანკშიც“, რომლის დამფუძნებელი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეა. კანონმდებლობით, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი 7 წლის ვადით აირჩევა. ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარედ დღესვე ირაკლი კოვზანაძე აირჩიეს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საფინანსო ზედამხედველობის საბჭოს 4 წევრი დღეს დაამტკიცა.

Read More »

საბანკო სექტორის შემოსავლები აგვისტოში 8,6%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა აგვისტოში 279 მლნ ლარის შემოსავლები მიიღო, ივლისთან შედარებით, ზრდაა 8,6%m.m. სებ-ის სტატისტიკით, ხარჯები შეადგენს 269 მლნ ლარს (07/15 – 209 მლნ ლარი) ბანკების შემოსავლების  60% (165 მლნ) სესხებიდან არის მიღებული.  ხარჯების 17% (46 მლნ) დეპოზიტებზეა გაწეული. აპარატის შენახვის ხარჯები 35,3 მლნ ლარს შეადგენს (07/15 – 36,6 მლნ; 08/14 -34,1 მლნ ).

Read More »

საბანკო სექტორის წმინდა მოგება აგვისტოში 9,9 მლნ ლარია

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორის წმინდა მოგება  1 სექტემბრისთვის 292 მლნ ლარამდეა (01.09.14 – 258,7 მლნ). აგვისტოს წმინდა მოგება 9,9 მლნ ლარს შეადგენს (07/15 -39 მლნ).  19 ბანკიდან, 18 მოგებაზეა. 8 თვის შემოსავლები 2,36 მლრდ ლარს,  ხარჯები 2,02 მლრდ ლარს შეადგენს. სექტორი წარმოდგენილია 19 ბანკით, 16  – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. აქტივების 61% ...

Read More »

საფინანსო ზედამხედველობის ხელმძღვანელის პოსტზე კოტე სულამანიძის კანდიდატურა განიხილება

თბილისი (BPI) – საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს 7-წევრიანი საბჭოს 4 წევრი პარლამენტმა დაატკიცა. საბჭოში შედიან ეკა გალდავა (ბანკი „ქართუს” შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი), ეფრემ ურუმაშვილი (იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების” დამფუძნებელი), ირაკლი კოვზანაძე (საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი) და საშა ტერნესი („გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების” (DWV) თავმჯდომარე). საბჭო თავმჯდომარეს დღეს აირჩევს. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე, როელსაც საბჭო 7 წლით ირჩევს, კოტე ...

Read More »

„კაპიტალ ბანკის“ მმართველად „პრივატ ბანკის“ ყოფილი აქციონერი ალექსანდრე ჩოჩია მიდის

თბილისი (BPI) – „კაპიტალ ბანკის“ მმართველად „პრივატ ბანკის“ ყოფილი აქციონერი (1,1%) და დირექტორი ალექსანდრე ჩოჩია მიდის. ამჟამინდელი დირექტორი ლაშა ხოფერია ბანკში 2014 წლის გაზაფხულიდან, მას შემდეგ არის რაც ყოფილი აქციონერები გაბრიელაშვილი/ალექსიძე ბანკი დატოვეს და 70%-ის მფლობელი ალექსანდრე კურტანიძე გახდა. ყოფილი ინვესტბანკი, რამდენიმე თვეა ზედამხედველთან შეთანხმებულ რეაბილიტაციის რეჟიმში მუშაობს. 2014 წლის 1 აპრილამდე კი მას სებ-ის დროებითი ადმინისტრაცია 5 თვის განმავლობაში ...

Read More »

კაპიტალბანკის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი მომავალ კვირას გახდება ცნობილი

თბილისი (BPI) – კაპიტალბანკის აქციების საკონტროლო პაკეტის (70%) მფლობელი მომავალ კვირას გახდება ცნობილი. ყოფილი ინვესტბანკის ცნობით, 70%-ის (1 998 400 აქცია) მფლობელი ალექსანდრე კურტანიძე, პარტნიორების მოძიებით მე-8 თვეა რაც დაკავებულია. პოტენციურმა ინვესტორმა შესწავლის პროცესი დაასრულა და გადაწყვეტილების მიღების რეჟიმშია. ამ დროისთვის ბანკი, კაპიტალის მოთხოვნას (11,4%), რაც შარშან სებ-ის დროებითი ადმინისტრაციის შესვლის მიზეზი გახდა, კვლავ ვერ ასრულებს. საზედამხედველო კაპიტალი 3 მლნ ...

Read More »

აგვისტოში ქართული ბანკების ბარათებით უცხოეთში ტრანზაქციები შემცირდა

თბილისი (BPI) – რეზიდენტი ბანკების ბარათებით, აგვისტოს ტრანზაქციებმა 1,008 მლრდ ლარი შეადგინა (07/14 – 929,5 მლნ). სებ-ის სტატისტიკით, ქვეყნის შიგნით, 940 მილიონის, უცხოეთში კი 277 მლნ ლარის. წინა თვესთან შედარებით შემცირებულია, ივლისშიც კლება აღინიშნა. სავაჭრო, მომსახურების ობიექტებში და ინტერნეტით, ჯამური გადახდები ქვეყანაში 124 მლნ ლარს არ აღემატება (08/2014 – 99 მლნ). წლიური ზრდაა 25% y.y . ქვეყნის გარეთ, ტრანზაქციები შემცირებულია, ...

Read More »

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოში შესაძლოა სებ-ის კვოტა გაიზარდოს

თბილისი (BPI) – საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს 7- წევრიან საბჭოში სებ-ის 2 -წევრიანი კვოტა შესაძლოა სამომავლოდ გაიზარდოს, მანამდე კი, სებ-ისგან კანონით ახლადგამოყოფილი მარეგულირებელი, 6- წევრიანი საბჭოთი იმუშავებს. მთავრობის მიერ პარლამენტის ბიუროზე წარდგენილ, საბჭოს წევრობის 4 კანდიდატზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პარასკევის სხდომაზე იმსჯელებს, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ. მოქმედი კანონით, რომელიც პარლამენტმა 3 სექტემბერს დაამტკიცა, 7-კაციან საბჭოში 2 ეროვნული ბანკის წარმომადგენელია – ...

Read More »

დეპოზიტებზე, საბაზრო განაკვეთები, უცხოურ ვალუტაში შემცირებულია , ლარში სტაბილური

თბილისი (BPI) – სებ-ის სტატისტიკით, დეპოზიტებზე, საბაზრო განაკვეთები, უცხოურ ვალუტაში საშუალოდ,წლიურად 4,4%-მდეა შემცირებული , ლარში, სტაბილურია, 7,7-7,9%-ის ფარგლებში მერყეობს. აშშ დოლარსა და ევროში  გრძელვადიანი ანაბრებზე  (1 წელზე მეტი ვადიანობის), საშუალო განაკვეთი 5,6%-ია (01.09.14 – 7,2%). ეროვნულ ვალუტაში, 9,9%. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკებმა, როგორც საცალი, ისე იურიდიული პირების დეპოზოტებზე,  უცხოურ ვალუტაში სარგებელი, საშუალოდ 1-2%-ული პუნქტით შეამცირეს. დეპოზიტარების ...

Read More »