ბანკები

“საქართველოს ბანკიდან” 10 მლნ ლარის მოპარვის საქმე გახსნილია – დაკავებულია ორი პირი

თბილისი (BPI) – “საქართველოს ბანკიდან” 10 მლნ ლარის მოპარვის ფაქტი გახსნილია. შსს-მ ორი პირი უკვე დააკავა და მიმდინარეობს გამოძიება. შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული თამარ კ. და 1966 წელს დაბადებული მალხაზ ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ამჟამად ძებნაში მყოფი, 1977 წელს დაბადებული ილია გელაშვილი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ...

Read More »

თიბისიმ BSTDB-გან 48 მლნ ლარის ფინანსური რესურსი მიიღო

თბილისი (BPI) – თიბისი ბანკმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკისგან (BSTDB) 48 მილიონი ლარის სესხი მიიღო, რასაც ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის ლარის რესურსით დაფინანსების მიზნით გამოიყენებს. „მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან. აღნიშნული რესურსი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თიბისი ბანკისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან  ჩვენ საშუალება გვეძლევა სესხები ადგილობრივ ვალუტაში გავცეთ, რაც დღეს მზარდი მოთხოვნით ...

Read More »

თიბისი ბანკი „Devfest თბილისი 2015“-ის მხარდამჭერია

თბილისი (BPI) – თიბისი ბანკის მხარდაჭერით Google-ის დეველოპერების ჯგუფის ყოველწლიური ფესტივალი – „Devfest  თბილისი 2015“  გაიხსნა.  ფესტივალი თბილისში უკვე მესამედ ტარდება და წელსაც ტრადიციულად  პროგრამირებით დაინტერესებულ მსურველებს მასპინძლობს.   წელს „Devfest  თბილისი 2015“ ორი დღის განმავლობაში, 8 ნოემბრამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში ჰაკათონი, ვორქშოფები, ღია ლექციები, გასართობი თამაშები , დიზაინ-სპრინტი და სხვა აქტივობებია დაგეგმილი.  სპეციალურად ამ ფესტივალისთვის თბილისს Google-ის წარმომადგენელი -ბარიშ იესუგაი, Google-ის ექსპერტი მარკეტინგისა და დიზაინის საკითხებში – ტომას ემილ ლამპრეხტი,   U/UX ექსპერტი და ციფრული  გამოცდილების კონსულტანტი – ოითუნ ერენ შენგული  და ერევანის Google-ის დეველოპერების ჯგუფის მენეჯერი- ვარდან გრიგორიანი ეწვევიან. ისინი დაიტერესებული ...

Read More »

ლადო გურგენიძე: 2009 წლის შემდეგ პირველად გადავიხადეთ 8 მლნ ლარის დივიდენდები

თბილისი (BPI) – ლიბერთის 3 კვარტალს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე წარმატებულად აფასებს. „ფაქტია, რომ ბანკის კაპიტალის ბაზა არის იმდენად ძლიერი, რომ 2015 წლის მესამე კვარტალში, 2009 წლის შემდეგ პირველად გადავიხადეთ 8 მილიონი ლარი დივიდენდები“,- განაცხადა ლადო გურგენიძემ. მისი შეფასებით, ბანკი დინამიურად იზრდება, რასაც მომგებიანობის მაჩვენებლები მოწმობს. Q3/15-ის მდგომარეობით, საშუალო უკუგება აქტივებზე და კაპიტალზე  (ROA,ROE) 1,54% და 14,5%-ია. საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი – ...

Read More »

ოლიმპიური საკალათბურთო სტუდენტური ლიგის თასის ნახევარფინალში ორი საგზურის მფლობელი გამოვლინდება

თბილისი (BPI) –  ოლიმპიური საკალათბურთო სტუდენტური ლიგის  თასის ნახევარფინალი  (6-8 ნოემბერი) ბოლო ორი საგზურის მფლობელს გამოავლენს. ვითიბის ინფორმაციით, მოსკოვის, უხტის და დებრეცენის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები შეიკრიბებიან თბილისში, რომლებსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი უმასპინძლებს. “ახალგაზრდული  საკალათბურთო სტუდენტური ლიგის” პრეზიდენტმა, ანდრეი პერეგუდოვმა აღნიშნა: „მატჩების ჩატარება საქართველოს დედაქალაქში, იქცა ჩვენი ლიგის სასიამოვნო ტრადიციად. აქ იცნობენ და უყვართ ლიგა, ხოლო ადგილობრივი გუნდი ყოველთვის ახდენს ...

Read More »

პროკრედიტ ბანკის უნივერსალურ ბანკომატს დოლარისა და ევროს შეტანის ფუნქცია დაემატა

თბილისი (BPI) – პროკრედიტ ბანკის უნივერსალურ ბანკომატს აშშ დოლარისა და ევროს ვალუტის შეტანის ფუნქცია დაემატა და კუპიურების განთავსება უკვე  3 ვალუტაშია შესაძლებელი. ბანკმა მრავალფუნქციური ბანკომატის მომსახურება  აგვისტოში დანერგა და სტანდარტულისგან განსახვავებით  სხვა ოპერაციებიც (შეტანა/გატანა, გადახდები, გადარიცხვები)  სრულდება. საბანკო ბაზრის ოპერატორებს შორის პროკრედიტი პირველია, რომლის ბანკომატით განაღდებასთან ერთად თანხის შეტანიაც შესაძლებელია. კლიენტს არ სჭირდება აპარატში კუპიურების ცალ-ცალკე განთავსება. ბანკომატი ერთდროულად 50-მდე ...

Read More »

სამომხმარებლო დაკრედიტების შეზღუდვის ინიციატივას ბანკირები არ იზიარებენ

თბილისი (BPI) – სამომხმარებლო დაკრედიტების შეზღუდვის ინიციატორების  პოზიციას ბანკირები არ იზიარებენ. მარეგულირებელსაც არ მიაჩნია, რომ საცალო სესხების პორტფელი ისეთი მზარდია, რომ მოთოკვა იყოს საჭირო, ან მსესხებელს ისე უმძიმდება ტვირთი, რომ გასტუმრებას  თავი ვერ გაართვას. „ცალკეული  ადამიანის, ამ შემთხვევაში მომხმარებლის  არჩევანია მთავარი. თუ მას განვადებით დღეს უნდა ნივთი მიიღოს და შემდეგ გადაიხადოს, ამის საშუალება უნდა მიეცეს. ამასთან დაკრედიტების ბაზრის არსებული მდგომარეობაც ...

Read More »

პაშა ბანკმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა

თბილისი (BPI) – 4 ნოემბერს პაშა ბანკმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის სპეციალური მიღება მოაწყო. პაშა ბანკი წარმოადგენს რეგიონალურ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც კორპორატიულ და საინვესტიციო მომსახურებას სთავაზობს მსხვილ და საშუალო საწარმოებს აზერბაიჯანში, საქართველოში და უკვე თურქეთშიც. პაშა ბანკი EU-Georgian Business Council-ის აქტიური წევრია და მათი მხრიდან დაორგანიზებულ ოფიციალურ ვიზიტს სათავო ოფისში (რუსთაველის გამზ.15)  სიამოვნებით უმასპინძლა. იტალიის, თურქეთის, ლატვიის, საბერძნეთის, პოლონეთის, ირანის, ბულგარეთის და ...

Read More »

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი 8587 ადამიანს გაუძვირდება

თბილისი (BPI) – რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი 8587 ადამიანს გაუძვირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას არასამტავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” ავრცელებს. ეს იმით არის განპიროებული, რომ საქართველოს ეროვნული ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრადა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს  იმ სესხებზე პროცენტის ზრდას, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. 2015 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე ...

Read More »

სექტემბერში ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის ბრუნვის საგრძნობი ზრდა აღინიშნა

თბილისი (BPI) -სექტემბერში ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის ბრუნვის საგრძნობი ზრდა აღინიშნა,  რაც როგორც ეროვნული, ისე უცხოური ვალუტის რესურსის ბრუნვის მკვეთრი ზრდით იყო განპირობებული. ბრუნვა  5.07 მლრდ ლარამდეა. ლარის  261 მლნ-ით (14,1%), სავალუტო, 1,13 მლრდ ლარით (61,5%) არის მომატებული. სებ-ის „თვის მიმოხილვის“ თანახმად  ლარის ხვედრითი წილი 8,6 %-ული პუნქტით, 41,6%-მდეა  შემცირებული ლარის რესურსზე საშუალო განაკვეთი 0.42%-ული პუნქტით 6.95%-მდეა გაზრდილი. უცხოურ ვალუტაში 0.2%-ული ...

Read More »