ავიაცია

სტამბოლის ათათურქის აეროპორტს მსოფლიოში ყველაზე კარგი CIP დარბაზი აქვს

თბილისი (BPI) – სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს მსოფლიოში ყველაზე კარგი CIP დარბაზი (Commercially Important Person) აქვს, – ინფორმაციას რუსული რადიოსადგური „კომერსანტ FM“ ავრცელებს. რადიოს მიმომხილველმა ნასტია როიზმანმა მსოფლიო აეროპორტების CIP დარბაზებს გადახედა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ მხრივ ლიდერი სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტია. „ყველაზე დიდებული CIP დარბაზი ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს აქვს. აქ არის კინოთეატრი, თეატრალური სცენა, ...

Read More »

Turkish Airlines-ის მგზავრთნაკადი იზრდება

თბილისი (BPI) – თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის (THY) მგზავრთნაკადი იზრდება. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2017 წლის მაისში 2016 წლის მაისთან შედარებით მგზავრთნაკადი 2%-ითაა გაზრდილი. სტატისტიკური ინფორმაციით, შიდა რეისებზე მგზავრთნაკადი 4,5%-ითაა მომატებული, საერთაშორისო რეისებზე კი 6,7%-ით. აპრილსა და მაისში შიდა რეისებზე ავიაკომპანიის დატვირთულობა 6,2%-ითაა გაზრდილი, ხოლო საერთაშორისო რეისებზე კი 9,1%-ით.

Read More »

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენებს ვილნიუსის ნაცვლად კაუნასის აეროპორტში განახორციელებს

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Wizz Air-ი რამდენიმე კვირის განმავლონაში, ქუთაისიდან ფრენებს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად (VNO), კაუნასის აეროპორტში განახორციელებს. მიზეზი ვილნიუსის აეროპორტის დროებითი დაკეტვაა. როგორც ირკვევა, ვილნიუსის აეროპორტი 14 ივლისიდან 17 აგვისტომდე სარემონტო სამუშაოების გამო იხურება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 35 დღის განმავლობაში ფრენები ვილნისუს აეროპორტის ნაცვლად კაუნასის აეროპორტში იქნება გადამისამართებული. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში კი აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქციაც მოხდება. ...

Read More »

Ural Airlines-ი ყირიმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

თბილისი (BPI) – რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ი ჟუკოვსკის აეროპორტიდან ყირიმის, კერძოდ, სიმფეროპოლის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. პირველს რეისს ავიაკომპანია ჟუკოვსკიდან სიმფერეპოლის მიმართულებით 13 ივნისს შეასრულებს და კვირაში 2-ჯერ, სამშაბათსა და შაბათს იფრენს. რეისის ხანგრძლივობა 2 საათი და 25 წუთია. ფრენებს ავიაკომპანია Airbus 321-ით შეასრულებს.

Read More »

SeverstalAir-ი ბათუმში თითქმის ცარიელი ჩაფრინდა, ამის მიუხედავად კომპანიას უკეთესის მოლოდინი აქვს 

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Severstal Air-მა ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. როგორც RBC წერს, ვოლოგდიდან საქართველოს ამ კურორტზე გაფრენის მსურველი ბევრი არ აღმოჩნდა და თვითმფრინავი ნახევრად ცარიელი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად ავიაკომპანია რეისს პერსოექტიულად მიიჩნევს და ახალი მიმართულებების დამატებასაც გეგმავს. Severstal Air-ის გადაზიდვების დირექტორი ედუარდ სოლოვიოვი განმარტავს, რომ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყებას კომპანია აქტიურად განიხილავდა, საქართველოთი დაინტერესებას გამოთქვამდა ტუროპერატორები, ...

Read More »

SCAT Airlines-ი აქტაუ-ქუთაისის მიმართულებით პირველ რეისს შეასრულებს

თბილისი (BPI) – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკოპანია SCAT Airlines-ის მიერ პირველი პირდაპირი რეისის აქტაუ-ქუთაისი-აქტაუს გახსნასთან დაკავშირებით 8 ივნისს, 11:00 საათზე, წყალტუბოში, სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ პრესკონფერენცია გაიმართება. რეისები შესრულდება კვირაში ორჯერ, სამშაბათობით და ხუთშაბათობით, CRJ-200 ტიპის საჰაერო ხომალდით. ფრენის დრო შეადგენს 1 საათსა და 10 წუთს. ავიაკომპანია SCAT Airlines-ი არის ყაზახეთის ერთერთი უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია, რომელმაც ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი ...

Read More »

თბილისის აეროპორტის ახალი მოფრენის ტერმინალში ჩასხდომის ხიდების მონტაჟი დაიწყო

თბილისი (BPI) – თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალ მოფრენის ტერმინალში ჩასხდომის ხიდების მონტაჟი დაიწყო, – ინფორმაციას Tav Georgia ავრცელებს. ახალი მოფრენის ტერმინალს ექნება ახალი თაობის ჩასხდომის ხიდი ორი გასასვლელით, რომელიც ერთდროულად ორ C ტიპის ავიახომალდს (B727, B737, MD-80, A320) მოემსახურება. თითოეული გასასვლელის მაქსიმალური გაშლა 39 მეტრია. ხიდი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარების განათებისა და საბურავების ავარიული გათიშვის ავტომატური სისტემებით, ინფრაწითელი სენსორებითა და დამატებითი ...

Read More »

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 47%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 47%-ით გაიზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის 5 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებიმა, რეგულარული და ჩარტერული რეისებით 1 224 010 მგზავრი გადაიყვანეს, რაც 391 124 მგზავრით მეტია ვიდრე 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში. მგზავრთნაკადი გაზრდილია სამივე საერთაშორისო აეროპორტში: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის 5 თვეში 1 005 605 მგზავრს მოემსახურა, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, 703 405 მგზავრი (+42,96%); ქუთაისის ...

Read More »

თეირანი-თბილისის მიმართულებით ავიამიმოსვლა კიდევ ერთმა ირანულმა კომპანიამ დაიწყო

თბილისი (BPI) – თეირანი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირება კიდევ ერთმა ირანულმა ავიაკომპანიამ დაიწყო. ავიაკომპანია Iran Aseman Airlines-ი რეგულარულ რეისებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შეასრულებს. ფრენები Airbus A-320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. კომპანია ავიარეისებს 27 ოქტომბრამდე შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია Iran Aseman Airlines-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2 ივნისს მიანიჭა. ამჟამად საქართველოსა და ირანს შორის რეგულარულ ავიარეისებს ...

Read More »

ავიატრანსპორტის ინფრასტრუქტურის რეიტინგში საქართველო 90-ე ადგილზეა

თბილისი (BPI) – ავიატრანსპორტის ინფრასტრუქტურის რეიტინგში საქართველო 90-ე ადგილზეა. რეიტინგი მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა და მასში სულ 136 ქვეყანაა შესული. რეიტინგი ქვეყნებში მოგზაურთათვის ავიატრანსპორტზე ხელმისაწვდომობას განსაზღვრავს, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ექსპერტებმა რეიტინგის შედგენისას გაითვალისიწნეს თუ რამდენ შიდა და საერთაშორისო ფრენების რაოდენობა. რეიტინგში კანადა ლიდერობს, მეორე ადგილზე მოხვდა აშშ, მესამეზე კი – არაბეთსი გაერთიანებული საეიმოებია. ათეულში შედინ ავსტრალია, ჰონგ კონგი, სინგაპური, ნორვეგია, ბრიტანეთი, ესპანეთი ...

Read More »