ავიაცია

Georgian Airways-ი საპროტესტო აქციას აანონსებს

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Georgian Airways-ი საპროტესტო აქციას აანონსებს. როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული, აქცია მიმდინარე კვირის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე გაიმართება. „წელიწადზე მეტია ვცდილობთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ თურქულ კომპანიასთან, “ტავ ურბან ჯორჯიასთან” მოლაპარაკებას ავიაბილეთების ფასების გაიაფებასთან დაკავშირებით, რამაც, შედეგი არ გამოიღო. სამწუხაროდ, სხვა გზა არ დაგვრჩა და იძულებულები ვართ გთხოვოთ გვერდში დგომა რომ ვაიძულოთ “ტავ ურბან ...

Read More »

YANAIR-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

თბილისი (BPI) – უკრაინულმა ავიაკომპანია „YANAIR“-მა ხარკოვი-ბათუმი-ხარკოვის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო. ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ პირველ ივნისს მიენიჭა. პირველი რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს შესრულდა. ავიარეისები Airbus A321, Boeing B737 და MD83 ტიპის საჰაერო ხომალდებით, მიმდინარე წლის 6 ოქტომბრამდე შემდეგი განრიგით განხორციელდება: • 4 ივნისიდან 23 ივნისამდე ...

Read More »

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი მაისში 37%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის მაისის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, წინა თვეებთან შედარებით მგზავრთნაკადი რეკორდულად გაიზარდა. მაისში ქუთაისის აეროპორტი 52 631 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით მეტია (38 417 მგზავრი). რეკორდულია ზრდა რეისების რაოდენობის მიხედვითაც და 2018 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 187 რეისი შესრულდა (+26%). 2018 წლის ხუთი თვის ...

Read More »

Gulf Air-ი ზაფხულის სეზონზე თბილისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

თბილისი (BPI) – ბაჰრეინის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანია Gulf Air, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში თბილისის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლას გაზრდილი სიხშირით შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, Gulf Air-ი 19 ივნისიდან 11 სექტემბრამდე, ბაჰრეინი-თბილისი-ბაჰრეინის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს კვირაში 3 სიხშირის ნაცვლად 5 სიხშირით შეასრულებს. ფრენები ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს A A320 ტიპის საჰაერო ...

Read More »

პოლონური Small Planet Airlines ბათუმის მიმართულებით ფრენებს აახლებს

თბილისი (BPI) – პოლონური ავიაკომპანია Small Planet Airlines დღეიდან საქართველოს მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ავიარეისები ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე მიმდინარე წლის 28 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს, Airbus A321 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა 30 მაისს მიენიჭა. Small Planet Airlines-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება ...

Read More »

ფრენების სიხშირე და ახალი რეისები – როგორია 2018 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონი

თბილისი (BPI) – საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ფრენების სიხშირე იზრდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, წელს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო აეროპორტებში სიხშირეების რაოდენობა 30-36%-ით გაიზარდა 430 სიხშირეს მიაღწია (2017 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე 315-330 სიხშირე). როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამბობენ, ამ მომენტისათვის არსებული მონაცემების შესაბამისად, 2018 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკურ პერიოდში, საქართველოს ...

Read More »

Pobeda Airlines-მა როსტოვი-ბათუმის მიმართულებით პიდაპირი რეისების შესრულება დაიწყო

თბილისი (BPI) – დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Pobeda Airlines-მა როსტოვი-ბათუმი-როსტოვის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა. რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს, ბოინგ B737-800 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს. Pobeda Airlines ქართულ საავიაციო ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა. დღემდე ავიაკომპანია ფრენებს მხოლოდ თბილისიდან, როსტოვისა და სანქტ პეტერბურგის მიმართულებით ასრულებდა.

Read More »

თბილისის აეროპორტი სტუმრებს 26 მაისის თემატიკით გაფორმებული დახვდება

თბილისი (BPI) – საქართველო პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. იუბილეს უერთდება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ პირველი, რაც ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორებსა თუ ადგილობრივებს თვალში მოხვდებათ, თემატურად გაფორმებული საერთაშორისო თუ შიდა აეროპორტებია. ასი წლის იუბილისადმი მიძღვნილი სამუშაოები დაასრულა აეროპორტების გაერთიანებამ. შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი სტუმრებს 26 მაისის თემატიკით გაფორმებული დახვდება. ამ დროისთვის  თბილისის აეროპორტში 26 მაისის სამზადისი ...

Read More »

SkyUp-ი კიევი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს

თბილისი (BPI) – ახლად დაფუძნებული უკრაინული ავიაკომპანია SkyUp-ი კიევი-ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისების დაწყებას გეგმავს. ავიაკომპანიამ უკრაინის საავიაციო ხელისუფლებას ოფიციალურად უკვე მიმართა, რათა 1-ელი ივნისიდან შიდა და საერთაშორისო რეგულარული რეისების განხორციელების ნებართვა მიიღოს. საერთაშორისო მიმართულებების ჩამონათვალში, სადაც SkyUp-ს სურს ფრენა, ბათუმიცაა. როგორც უკრაინული მედია წერს, SkyUp-მა განაცხადი შეიტანა კიევიდან შემდეგი საერთაშორისო მიმართულებებით ფრენების უფლების მიღებისთვის: ბათუმი, ბარსელონა, ლარნაკა, რომი, ალიკანტე, პალმა-დე-მაიორკა, ...

Read More »

Wizz Air-ი მოღვაწეობის მე-14 საიუბილეო წელიწადს 30%-მდე ფასდაკლებით აღნიშნავს

თბილისი (BPI) – ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air მოღვაწეობის მეთოთხმეტე საიუბილეო წელიწადს ორდღიანი ფასდაკლებით აღნიშნავს. Wizz Air-ის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, შეუერთდნენ დღესასწაულს და ავიაკომპანიის დაბალბიუჯეტიანი ქსელის 141 მიმართულებით 30%-მდე ფასდაკლებით იმოგზაურონ. ფასდაკლება მოქმედებს 19 მაისის ღამის 12 საათამდე დაჯავშნულ ყველა რეისზე. გასული წლის განმავლობაში Wizz Air-მა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ავიაკომპანიის ოპერაციები წლის განმავლობაში დაახლოებით 24%-ით გაიზარდა, რაც დაბალი ფასებით ...

Read More »