ბუცხრიკიძე: “ოქუაშვილისგან განსხვავებით სატელეფონო ზარებს არ ვიწერ”

თბილისი (BPI) -“უქუაშვილისგან  განსხვავებით, მე არასდროს  ვაწარმოებ ბიზნეს შეხვედრების და სატელეფონო ზარების ჩაწერას. ტრანზაქციას  არ უძღოდა წინ, ყიფიანთან  ჩემი სატელეფონო კომუნიკაცია” , – “თიბისის” გენერალურმა დირექტორმა  ვახტანგ ბიცხრიკიძემ  “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის ბრალდებებს უპასუხა.

მან 21-22 აპრილის ტრანზაქციის საბუთები წარმოადგინა, იმის დასტურად, რომ, ანგარიში გახსნილია და  მომსახურება  გაწეულია პროცედურის სრული დაცვით.

აღნიშნა, რომ ფარცხალაძეს არ იცნობს, გვახარია ბიზნესომბუდსმენის სტატუსით გაიცნო, ყიფიანს იცნობს, თუმცა მასთან არ მეგობრობს. ის რომ “ომეგა ჯგუფის” კონსულტანტი იყო წლების განმავლობაში ამის შესახებ ინფორმაცია აქვს.

ანგარიშის გახსნის საბუთი; იცნობდე შენ კლიენტს კითხვარი; ინფორმაცია ბენეფიაცირ მესაკუთრეზე, ამონაწერი რეესტრიდან; დამფუძნებლის გადაწყვეტილება; წესდება; სარეგისტრაციო სერთიფიკატი; დამფუძნებლის დირექტორთა კრების ოქმები; აქციათა რეესტრის და მფლობელების სერთიფიკატი , –  ეს ბანკის მმართველის წარმოდგენილი დოკუმენტების არასრული ჩამონათვალია, იმის დასტურად, რომ თიბისის იდენტიფიცირებული ჰყავს  კომპანიის  ბენეფიციარი მფლობელები.

თანხა არ გაუმჟღავნებია, რადგან  ბანკს კლიენტის  კონფიდენციალობის  დაცვის ვალდებულბა აქვს.

 

 

შემთხვევითი სიახლე

HUAWEI P20 Pro  –  რევოლუცია მობილურ ფოტოგრაფიაში

თბილისი (BPI) – დავინახოთ სამყარო მკაფიო ფერებით – ფაქტობრივად ეს არის მობილურების მწარმოებელი კომპანიების მამოძრავებელი …