Buta Airways-ი ბაქოდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს, ბილეთები უკვე გაყიდვაშია

AZAL-ის შვილობილი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია  Buta Airways-ი ბაქოდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ მარშრუტზე ფრენები 2019 წლის 14 ივნისიდან დაიწყება. ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებაზე Buta Airways-ი კვირაში ორჯერ, ყოველ პარასკევსა და კვირას იფრენს.

Buta Airways-ის საიტზე ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებულია და მისი ფასი 29 ევროდანაა.

ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებულია: https://goo.gl/tkRDez

ბათუმსა და ბაქოს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზე მოლაპარაკებები საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძემ აწარმოა.

ელჩს მიაჩნია, რომ პირდაპირი რეისების დანიშვნა მოქალაქეების გააქტიურებას და საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე კომფორტულიდა მარტივის გზით შეძლებენ გამგზავრებას. ზურაბ პატარიძის თქმით, ქართული მხარე ხელს შეუწყობს აღნიშნული რეისების შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

შემთხვევითი სიახლე

“თიბისის” 10X10 საახალწლო საჩუქრებს იგებს

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკმა”  „ერთგული“  ბარათის მომხმარებლებისთვის აქცია – „10=10=10“ დაიწყო. ვინც 7 .11- …