ბორჯობის ხეობაში 18 000 ფიჭვი დაირგვება

თბილისი (BPI) – ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტყის აღდგენითი სამუშაოები იწყება,

მემორანდუმი თიბისი ბანკს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სატყეო სააგენტოსა და „ეროვნულ საშენ მეურნეობას“ შორის გაფორმდა.  გადამწვარი ტყის 10 ჰა სრულად  აღდგება.

ტერიტორიაზე მოსამზადებელი სამუშაოები 1 წელია მიმდინარეობს. რგვა სექტემბრიდან დაიწყება . წლის ბოლომდე 17 500 კავკასიური ფიჭვი დაირგვება.

“თიბისი ბანკი პირველი კომპანია იყო კერძო სექტორიდან, რომელიც 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. თიბისი ბანკის ძალისხმევით, ნახანძრალი ტერიტორიის 10 ჰექტარი წლის ბოლომდე სრულად აღდგება. თუმცა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ აღსადგენი ტერიტორიის ფართობი ბევრად მასშტაბურია. ბორჯომის ტყისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნება  მისი  უნიკალური ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენი დიდი სურვილია, რაც შეიძლება მეტი კომპანია ჩაერთოს ამ ეროვნული საქმის განხორციელებაში“,-  განაცხადა ნიკა ქურდიანმა ( თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე).

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი 2017 წლის 20 აგვისტოს გაჩნდა. არსებული მონაცემებით, ნახანძრალი ფართობი 752 ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 525 ჰექტარი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ხანძრით განადგურებული ტყის ტერიტორიაა.

შემთხვევითი სიახლე

“თიბისის” 10X10 საახალწლო საჩუქრებს იგებს

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკმა”  „ერთგული“  ბარათის მომხმარებლებისთვის აქცია – „10=10=10“ დაიწყო. ვინც 7 .11- …