“BOOKING.COM-ის რეიტინგში თბილისი სასტურმოების მომსახურების დონით მეხუთე ადგილზეა”

თბილისი (BPI) – “Booking. Com-ის გასული წლის შედეგების მიხედვით, ქართულმა სასტუმროებმა, საუკეთესო შედეგი აჩვენა და ეს ჩვენი ქვეყნის სასტუმროების მმართველების დამსახურებაა,“ – აცხადებს BMG-სთან რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი, შალვა ალავერდაშვილი.

„მეამაყება, რომ საქართველო ნამდვილად არ არის ჩამორჩენილი ქვეყანა სასტუმროების მხრივ. Booking.com რეიტინგებით, თბილისი მეხუთე, ხოლო საქართველო მეთვრამეტე ადგილზე გავიდა ევროპის ქალაქებს შორის მომსახურების დონით, რაც ძალიან კარგია და რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი რესტორნების ამოქაჩვაზე, მაგრამ სასტუმროები ამ მხრივ ძალიან განვითარდნენ. ძალიან დიდი კონკურენცია გაჩნდა ახლა სასტუმროებს შორის და უკვე დიდი მნიშვნელობა მიიღო პროფესიონალმა პერსონალმა და მომსახურების ხარისხმა. ეს ძალიან კარგია, რადგან, ქვეყანა რომელიც ცდილობს დაფუძნებას ევროპის ან სხვა ბაზრებზე, ყველაფერს უნდა მიენიჭოს უდიდესი მნიშვნელობა.“ – განაცხადა ალავერდაშვილმა.

BM.GE

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …