ბოლნისში პეტრე-პავლეს სამონასტრო კომპლექსის ტერასებზე ვაზი გაშენდა

თბილისი (BPI) –  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, პეტრე-პავლეს სახელობის სამონასტრო კომპლექსის ტერასებზე ვაზი გაშენდა.

ამავდროულად ბოლნური ღვინის პოპულარიზების მიზნით, მონასტრის ტერიტორიაზე, საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, სადაც 20 საოჯახო მარნის 40 სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი. ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ადგილობრივი მეღვინეობის განვითარების მნიშნელობაზე აღნიშნა.

“ბოლნისის მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად უწყობს ხელს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული ღვინის პოპულარიზაციას. ადგილობრივი წარმოების ღვინო განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული მიმართულების, კიდევ უფრო მეტად განვითარება, ხელს უწყობს, როგორც რეგიონის ასევე ქვეყნის ეკონომიკურ და ტურისტულ გაძლიერებას. ქვემო ქართლს ღვინის წარმოების მიმართულებით უდიდესი ისტორია გააჩნია, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად სწორად გამოვიყენოთ არსებული რესურსი და პოტენციალი“-აღნიშნა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.

 

 

შემთხვევითი სიახლე

აჭარის ღვინის სახლის ქვევრში 8 ტონა ყურძნისგან დაწურული ღვინო განთავსდება

თბილისი (BPI) – აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ღვინის სახლში ყურძნის კრეფა და დაწურვა დაიწყო. ვაზის სანერგე მეურნეობში სასუფრე-საღვინე …