Bloomberg-ის სისტემაში ლარი/დოლარი 2.4662 ნიშნულზეა

თბილისი (BPI) – Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ლარი დოლარის კურსი მერყევია.

დილას ვაჭრობა $1/2.4639 ლარიდან დაიწყო. ვაჭრობის დაწყებიდან რამდენიმე საათში ლარმა ისევ აღმასვლა განიცადა და ნიშნული $1/2.4600 ლარამდე გამყარდა, მოგვიანებით კი 2,4662 ნიშნულს მიაღწია.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი გამყარების ტრენდით ხასიათდება, ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მაღალი $1/2.5869 იყო, ყველაზე დაბალი კი 2.4575