“ბლაუენშტაინ საქართველო” ინვესტიციების მოცულობას ზრდის

თბილისი (BPI) – ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო” ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს-გარემოს პოზიტიურად აფასებს და საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებას, წარმოების გაფართოებას გეგმავს.

კომპანიის შვეიცარიელმა დამფუძნებელმა მაქს ბლაუენშტაინმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კომპანიის მიერ ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდის საფუძველია. ამ დროისათვის, „ბლაუენშტაინ საქართველოს” მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია, 27 მლნ ლარს შეადგენს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავსი პროექტები მაღალმთიანი რეგიონებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, რაჭის ეს მოდელი სხვა მთიან რეგიონებშიც წარმატებით უნდა განხორციელდეს, რაც ადგილობრივების დასაქმებას და სოფლად მცხოვრებთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ბიზნესმენების – მაქს ბლაუენშტაინისა და ირაკლი კერვალიშვილის მიერ რაჭაში დაარსებული ქართულ-შვეიცარიული კომპანია ნატურალურ პროდუქციას ტრადიციული მეთოდებით და ამავდროულად, ევროპული სტანდარტებისა და რეცეპტების გამოყენებით აწარმოებს.
ამ ეტაპზე „ბლაუენშტაინ საქართველო” 4 სათაო და 10 პარტნიორ ფერმას ფლობს, აგრეთვე, აქვს საკუთარი პირველადი დამუშავების საწარმო და ერთი საფირმო მაღაზია თბილისში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდა.

შემთხვევითი სიახლე

ემოციური ბმა ბრენდსა და მომხმარებელს შორის

თბილისი (BPI) – “სილქნეტმა” 153 მილიონად შეძენილი “ჯეოსელი”  თავისი ბრენდის ქვეშ მოაქცია. ბრენდის ვიზუალურ,  სახცვლილებაზე, …