ბიზნესომბუდსმენმა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან განათლების სექტორში დაბეგვრის საკითხები განიხილა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის, ასევე საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში არსებული დაბეგვრის საკითხები.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს და სხვა მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.