ბიზნესომბუდსმენმა დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა

თბილისი (BPI) – ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის და  საერთაშორისო  და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს  შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ,  აზიის განვითარების ბანკის (ADB), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), ევროპის საბჭოს (CoE),  შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და  გაეროს ქალთა გაერთიანების (UN Women) წარმომადგენლები. ასევე,  საქართველოში საფრანგეთის, ჩეხეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ესტონეთისა და  ლიეტუვის საელჩოების ეკონომიკური მიმართულებების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ სტუმრებს   ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობისა და მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების  შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

დისკუსია გაიმართა საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს შესახებ.

მხარეებმა განიხილეს  ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების შესაძლებლობები   ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

იუსტიციის სამინიტროს ანალიტიკურ დეპარტამენტის უფროსმა და OECD-ის კოორდინატორმა საქართველოში ზურაბ სანიკიძემ ისაუბრა  ბიზნესომბუდსმენის როლზე  ქვეყანაში ბიზნესის კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტი კორუფციული სამოქმედო გეგმის განხორცილების პროცესში.

შემთხვევითი სიახლე

PwC-ის საჯარო სექტორის და ინფრასტრუქტურის გლობალური ლიდერები თბილისში ორდღიან კონფერენციაზე იკრიბებიან

კონფერენციაზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საჯარო სექტორის ტრანსფორმაციის და ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ იმსჯელებენ 11-12 …